close
კვლევები

დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანი კინაღამ გადაშენდა. ამ პერიოდში თანამედროვე ადამიანის უძველესი წინაპრების გლობალური პოპულაცია 1 280 ინდივიდამდე შემცირდა და დაახლოებით 117 ათასი წლის განმავლობაში ამ რაოდენობას ინარჩუნებდა.

31 ივლისს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული, კომპიუტერულ მოდელზე დაფუძნებული კვლევა ჩინეთში, იტალიასა და აშშ-ში მოღვაწე მეცნიერებს ეკუთვნით. სტატისტიკური მეთოდისთვის 3 154 ადამიანის გენომი გამოიყენეს.

მეცნიერების დასკვნით, კლიმატის ცვლილებამ დაახლოებით 900 ათასი წლის წინ ადამიანის პოპულაციის კრახი გამოიწვია, ადამიანის სახეობაზე ბოთლის ყელის ეფექტმაიმუშავა და ინდივიდების რაოდენობა დაახლოებით 98 ათასიდან 1 280-მდე შემცირდა.

ბოთლის ყელის ეფექტი ევოლუციური მექანიზმის, გენების დრეიფის უკიდურესი ფორმაა, რომლის დროსაც ბუნებრივი კატასტროფის, თუ სხვა მიზეზის გამო ინდივიდების უმრავლესობა იხოცება და მხოლოდ მცირე რაოდენობა აგრძელებს არსებობას.

ამ ცვლილებებმა, სავარაუდოდ, გამოიწვია ადამიანის ახალი სახეობების, ჰომო საპიენსისა და ნეანდერტალელის განვითარება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პრიმატებს 24 წყვილი ქრომოსომა აქვთ, მაშინ როდესაც თანამედროვე ადამიანს მხოლოდ 23. მათი ანალიზით, კლიმატის ცვლილებას 24 წყვილი ქრომოსომის მქონე ინდივიდებმა ვერ გაუძლეს, რის საფუძველზეც მცირე რაოდენობის, 23 წყვილი ქრომოსომის მქონე პოპულაცია გადარჩა და თანამედროვე ადამიანის ევოლუციას დაუდო სათავე.

ახალ კვლევას კრიტიკოსებიც ჰყავს. ლაიფციგის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკოსის, მაქს პლანკის თქმით, კვლევა საკმარისი მტკიცებულებებით არ არის გამყარებული:

“მიგნება მართლაც გამაოგნებელია და ვფიქრობ, რაც უფრო გამაოგნებელ რამეს ამტკიცებ, მით უკეთესი მტკიცებულება გჭირდება”. – თქვა პლანკმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0