close
მედიცინა

პაპილომავირუსის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევებს 90%-ით ამცირებს

ადამიანის პაპილომა ვირუსის, ანუ HPV-ის ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოს
შემთხვევებს თითქმის 90%-ით ამცირებს, – შესამაბისი დასკვნები ვაქცინის
შესახებ პირველ რეალურ მონაცემებს ეფუძნება, რომელიც ჟურნალ Lancet-ში
გამოქვეყნდა
Cancer Research UK-მა დასკვნები, "ისტორიულ" შედეგად შეაფასა.
საშვილოსნოს ყელის კიბოს 99%-ს ადამიანის პაპილომა ვირუსები იწვევს, მაგრამ
არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინაცია ამ დაავადებას თითქმის აღმოფხვრის.
კვლევის ფარგლებში მედიკოსები დააკვირდნენ, როგორ განვითარდა მოვლენები
მას შემდეგ, რაც 2008 წელს ინგლისში პაპილომავირუსზე აცრა გოგონებისთვის
შემოიღეს.
ის გოგონები ახლა უკვე 20 წელს გადაცილებული არიან. კვლევა აჩვენებს, რომ
საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევები 87 პროცენტით არის შემცირებული.
კვლევის შეფასებით, პაპილომავირუსის პროგრამამ საერთო ჯამში კიბოს 450 და
პრეკანცერის (კიბოს წინა სტადიის) 17 200 შემთხვევის პრევენცია მოახდინა.
საშვილოსნოს ყელის კიბო მეოთხე ყველაზე გავრცელებული კიბოა ქალებში
მთელს მსოფლიოში, რასაც ყოველწლიურად 300 000-ზე მეტი ადამიანის
სიცოცხლე ეწირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმის ფარგლებში,
რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს ელიმინაციას ისახავს მიზნად, ვაქცინის
გამოყენება მსოფლიოს ასზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0