close
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსში რვა დღით გაფრენილი ასტრონავტები დედამიწაზე მომავალ წელს დაბრუნდებიან

კოსმოსში რვა დღით გაფრენილი ასტრონავტები დედამიწაზე მომავალ წელს დაბრუნდებიან –  Starliner-ის ეკიპაჟის წევრები ახლა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან.

ბუჩ ვილმორი და სუნი უილიამსი პირველი ასტრონავტები გახდნენ, რომლებიც Starliner-ით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ. დროში გაჭიანურებული მოგზაურობის მიზეზად ტექნიკური პრობლემები დასახელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, ხომალდის ძრავის მართვის სისტემას პრობლემები ფრენის პირველივე 24 საათის განმავლობაში შეექმნა. 28 ძრავიდან ხუთი წყობიდან  გამოვიდა. ასევე გაჟონა ჰელიუმმაც, რომელიც ძრავებში წნევის შესანარჩუნებლად გამოიყენება.

ნასა ადასტურებს, რომ ბოინგის დაბრუნებაზე პასუხისმგებელი space x-ი იქნება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0