არქეოლოგებმა იუკატანის ნახევარკუნძულის ჯუნგლებში მაიას უძველესი ქალაქის ნაშთები აღმოაჩინეს. ექსპერტებმა რამდენიმე პირამიდის მსგავსი, 15 მეტრის სიმაღლის ნაგებობა იპოვეს. ადგილზე ნახეს ჭურჭელიც, რომლებიც მიუთითებენ, რომ ქალაქი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 600-800 წლით ადრე არსებობდა.
ქალაქს ოკომტუნი ეწოდა, რაც მაიას ენაზე “ქვის სვეტს” ნიშნავს.
ოკომტუნი ლაზერული სკანირების მეშვეობით იქნა აღმოჩენილი. ის შემაღლებულ ადგილზეა განლაგებული და ჭაობებითაა გარემოცული. ვან სპრაიკმა, რომელიც მკვლევართა გუნდს ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ ისინი ყველაზე მეტად სწორედ ჭაობებით გარშემორტყმული ამაღლებული რელიეფის აღმოჩენამ გააოცა.
არქეოლოგების თქმით, ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონალური ცენტრი იქნებოდა.
გაცნობებთ, რომ ტერიტორიის შესწავლა გრძელდება და შესაძლოა კიდევ ბევრი სიახლე აღმოაჩინონ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”