close
ასტრონომია - კოსმოსი

ადამიანი, რომელმაც ბილეთში $28 მილიონი გადაიხადა, ჯეფ ბეზოსის კოსმოსურ ფრენას ვეღარ შეუერთდება!

– ჯეფ, კოსმოსში შენს ფრენას ვეღარ შევუერთდები, დაკავებული ვარ…

ადამიანს, რომელმაც 28 მილიონი დოლარი გადაიხადა ჯეფ ბეზოსთან კოსმოსურ მოგზაურობაში წასასვლელად, ამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან დაკავებულია.

დაახლოებით ერთი თვის წინ Blue Origin-მა კოსმოსურ ხომალდში ადგილის აუქციონი გამოაცხადა, რაც $28 მილიონიანი შენაძენით დასრულდა. თუმცა გამარჯვებულის ვინაობა უცნობი იყო და პირი ამ დროისთვისაც ანონიმური რჩება.

როგორც ირკვევა, სარაკეტო კომპანია ამჟამად 18 წლის ოლივერ დეიმენს უმასპინძლებს, რომელიც კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა იქნება. ის New Shepard მისიის ფარგლებში 82 წლის უოლი ფანკს, კოსმოსში ყველაზე ხნიერ ადამიანს შეუერთდება.

ამ დროისათვის უცნობია, რატომ აირჩიეს დეიმენი, ან რა ოდენობის თანხა გაიღო მან ბილეთისთვის… თუმცა კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს ოლივერის ცხოვრების მთავარი ოცნების ასრულებაა.

გარდა ამისა, Blue Origin-მა განაცხადა, რომ მომავლის კლუბი – მისი არაკომერციული ორგანიზაცია, $1 მილიონს გადასცემს 19 სხვადასხვა ორგანიზაციას. თითოეული მათგანი, მომავლის სამყაროს მხარდაჭერისა და კოსმოსის ათვისების მიზნით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობდა.

“ჩვენ მადლობას ვუხდით აუქციონის გამარჯვებულებს გულწრფელი მხარდაჭერისთვის. ოლივერს New Shepard-ში მივესალმებით – იგი ახალი თაობის ადამიანების წარმომადგენელია, რომლებიც კოსმოსში გზის გაკვლევაში დაგვეხმარებიან” – აცხადებენ Blue Origin-ში.

20 ივლისს კოსმოსში მოკლე ფრენის დროს ოთხი ადამიანი აფრინდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0