close
გეოგრაფიადედამიწაეკოლოგია

ავსტრალიაში ტყის ხანძარს ასეულობით კოალა ემსხვერპლა, სახეობა გადაშენების პირასაა

ავსტრალიაში, ახალ სამხრეთ უელსის შტატში  რამდენიმე დღის წინ გაჩენილ ხანძარს ერთ-ერთი ნაკრძალის ბინადარი 350 კოალა ემსხვერპლა.

„ავსტრალიის კოალების დაცვის“ პრეზიდენტის სიუ ეშტონის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე ნაკრძალში 500-600 კოალა ცხოვრობდა, მათგან 350-მდე კოალა დაიღუპა, გადარჩენილებს კი სპეციალურ კოალების ჰოსპიტალში მკურნალობენ.

ზანტი ჩანთოსანი დათვი – კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა – ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს”. მისი სიგრძე 60 – 85 სანტიმეტრია, წონა კი დაახლოებით 14 კილოგრამი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კოალების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტები ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, მათ შორის კლიმატის ცვლილებას და გახშირებულ ტყის ხანძრებს.

ახალი სამხრეთ უელსის ბუნების დაცვის საბჭოს წარმომადგენლის ჯეიმს თრემეინის შეფასებით, თუკი კოალების რაოდენობის შემცირება ბოლო 20-30 წლის მსგავსი ტემპით გაგრძელდება, საუკუნის შუა პერიოდში კოალები, შესაძლოა, საერთოდ გადაშენდნენ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში, ახალი სამხრეთ უელსის შტატში, რამდენიმე დღეა უპრეცედენტო მასშტაბის  ხანძარი მძვინვარებს. 1 300-მდე მეხანძრე ხანძრის ასამდე კერას ებრძვის. სტიქიის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. ათასობით მოქალაქე კი ევაკუირებულია.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0