close
ეს საინტერესოა

აზოვის ბატალიონი – რუსეთის სუსტი წერტილი

(FILES) In this file photograph taken on June 15, 2019, servicemen of the "Azov" regiment and Ukrainian National Guard (NGU) march through the city of Mariupol, as they take part in a parade to mark the fifth anniversary of city's liberation from the Russia-backed rebels. - Neo-Nazi militia for some, Ukrainian heroes for others: the Azov regiment, entrenched in the besieged Mariupol, is at the heart of a propaganda war between Kiev and Russia, one of whose declared war aims is the "denazification" of Ukraine. Pro-Russian social networks - starting with the Twitter accounts of the Russian embassies in Paris and London - are abuzz with accounts and comments on the supposed atrocities of this regiment, presented as "fascist" or "Nazi". (Photo by Evgeniya MAKSYMOVA / AFP)

ცნობილი “აზოვის ბატალიონი” ყირიმის ანექსიის პერიოდში რუსეთის პირველი შეტევების შესაჩერებლად შეიქმნა აზოვის ზღვის სანაპირო რეგიონში. 2014 წელს ბატალიონი ჩამოყალიბდა, როგორც მოხალისე სამხედრო პირთა გაერთიანება.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თავდაპირველად ჯგუფი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ფინანსდებოდა, ებრაელ-უკრაინელი მილიარდერისა და ოლიგარქის იჰორ კოლომოისკის მიერ. 2014 წლის სექტემბერში, აზოვის ბატალიონმა განიცადა რეორგანიზაცია, გადაკეთდა პოლკად და ჩაირიცხა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. მეთაურთან და უკრაინელ მებრძოლებთან ერთად სამხედრო შენაერთში სამხედროები მსოფლიოს 22 ქვეყნიდან არიან, მათ შორის ბევრი ქართველი სამხედროც მსახურობს. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს ეთნიკურად ფინელი დენის პროკოპენკო და 1979 წელს ხარკოვში დაბადებული ანდრეი ბილეცკი. 2014 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბილეცკი ხარკოვის, დონეცკის, პოლტავისა და ლუგანსკის ოლქების უსაფრთხოების ბლოკის ხელმძღვანელად დანიშნეს. ამავე წელს მისი ინიციატივით დაარსდა მოხალისეთა ბატალიონი “აზოვი”. ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბრის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ბილეცკი უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. რამდენიმე წლის წინ, ჩეჩნეთის ლიდერმა, კადიროვმა ადრეი ბილეცკის ლიკვიდაციისთვის 500 ათასი დოლარი დააწესა. 2022 წლის 7 მარტს დენის პროკოპენკომ გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდა ცის ჩაკეტვას ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილების მიზნით.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბატალიონმა კვლავ მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება ორი მიზეზის გამო. გვახსოვს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მსგავსი სამხედრო შენაერთის არსებობა დაასახელა უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად და მეორე მიზეზი მარიუპოლის ალყის პერიოდში ქალაქის დაცვა გახდა. ქალაქ მარიუპოლს, სადაც რუსეთი განსაკუთრებით სასტიკად აწარმოებს ომს და რომლის მოსახლეობაც 500 000-ს შეადგენს, ამჟამადაც აზოვის ბატალიონი იცავს.
უნდა აღინიშნოს, რომ დაჯგუფება დასავლურ მედიაში ომამდე ექსტრემისტულ დაჯგუფებად არაერთხელ მოხსენიებულა. ბატალიონი ტერორისტული დაჯგუფებების სიაშიც შედიოდა, თუმცა შემდეგ ამოიღეს. „უკრაინა მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომელსაც შეიარაღებულ ძალებში ჰყავს ნეონაცისტური ფორმირება“, – წერდა 2019 წელს აშშ-ში დაფუძნებული ჟურნალის Nation-ის კორესპონდენტი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0