close
კატეგორიის გარეშე

ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს საკუთარი უჯრედებიდან ლაბორატორიაში შექმნილი ყური გადაუნერგეს

ამერიკელ მედიკოსთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ადამიანის ყური აღადგინეს და 3D ბიოიმპლანტის შესაქმნელად პაციენტისვე ქსოვილი გამოიყენეს.
ოპერაცია კლინიკური კვლევის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი მიკროტიით (ზედმეტად მცირე ზომის ყურის ნიჟარა) დაავადებული ადამიანებისთვის იმპლანტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება იყო.
იმპლანტი AuriNovo კომპანია 3DBio Therapeutics-მა შექნა, ოპერაციას კი სან ანტონიოში მდებარე მიკროტია-ყურის თანდაყოლილი დეფორმაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, არტურო ბონილა ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს იმპლანტი ჩაანაცვლებს მიკროტიის ამჟამინდელ მკურნალობას, რომელიც გულისხმობს პაციენტის ნეკნების ხრტილის გადანერგვას ან სინთეტიკური მასალის, ფოროვანი პოლიეთილენის (PPE) გამოყენებას გარე ყურის აღსადგენად.
პროცედურა მოიცავს პაციენტის ჯანსაღი ყურის 3D სკანირებას, რათა შეიქმნას მოდელი, შემდეგ ყურის ხრტილოვანი უჯრედების ნიმუშის შეგროვებას და მათ საკმარის რაოდენობამდე გაზრდას.
ეს უჯრედები შერეულია კოლაგენზე დაფუძნებულ ბიო-მელთან, რომელიც გარე ყურის ფორმას იღებს. იმპლანტი გარშემორტყმულია დაბეჭდილი, ბიოდეგრადირებადი გარსით, რომელიც დროთა განმავლობაში შეიწოვება პაციენტის სხეულში.
იმპლანტირებული ყური უნდა მომწიფდეს დროთა განმავლობაში, შეიძინოს ნორმალური ყურის ბუნებრივი სახე და შეგრძნება, მათ შორის ელასტიურობა.

გაზიარება:
fb-share-icon0