close
მედიცინა

ამერიკელმა მედიკოსებმა ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს

ამერიკელი ქირურგები აცხადებენ, რომ ადამიანს ღორის თირკმელი
წარმატებით გადაუნერგეს, რამაც მედიკოსებში გააჩინა იმედი, რომ
ორგანოების დონაციასთან დაკავშირებული პრობლემა საბოლოოდ
გადაიჭრება.
გადანერგვისას ორგანოს მიმღების ტვინი მკვდარი იყო, რაც იმას
ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების პერსპექტივა არ არსებობდა.
ღორი, რომლის თირკმელიც გამოიყენეს, გენეტიკურად
მოდიფიცირებული იყო, იმისთვის, რომ ორგანიზმს სხეული „უცხოდ“
არ აღექვა და მასზე უარი არ ეთქვა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის Langone Health-ის სამედიცინო ცენტრში
ორსაათიანი ოპერაციის დროს, ქირურგებმა დონორი ღორის
თირკმელი დააკავშირეს მიმღების სისხლძარღვებთან, შემდეგ კი
დააკვირდნენ, თირკმელი ნორმალურად იმუშავებდა, თუ ადამიანის
ორგანიზმის მას არ მიიღებდა. მედიკოსებმა უამრავი ტესტი და
კვლევა ჩაატარეს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით თირკმელს, რომელიც ძირითადად ადამიანის
თირკმლის ტრანსპლანტის მსგავსად, ნორმალურად
ფუნქციონირებდა,“- განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
ექსპერტები განმარტავენ, რომ ეს არის ყველაზე პროგრესული
ექსპერიმენტი ამ სფეროში. მანამდე მსგავსი ცდები ჩატარდა
პრიმატებზე, მაგრამ არა ადამიანებზე. აღსანიშნავია, რომ ღორების
ტრანსპლანტაციისთვის გამოყენება ახალი იდეა არ არის. ღორის
გულის სარქველები უკვე ფართოდ გამოიყენება ადამიანებში.

წყარო : bbc.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0