არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მარსზე პირველი, 2 -წლიანი მისია დაიწყო.
კოსმოსურმა ხომალდმა Hope-მა, რომელიც იაპონიის ტანეგაშიმას კოსმუსური ცენტრიდან რაკეტა H2-A-ის საშუალებით გაუშვეს, დანიშნულების ადგილს 2021 წლის თებერვალში უნდა მიაღწიოს.
აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მისიის ფარგლებში „წითელი პლანეტის“ ატმოსფეროსა და კლიმატის შესახებ მონაცემების შეგროვება განხორციელდება.
მარსის მისიის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია.
მისიის განხორციელების შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ პირველად 2014 წელს განაცხადა, 2017 წელს კი ქვეყანამ „ეროვნული კოსმოსური პროგრამა“ დაიწყო.
ამჟამად არსებობს რვა აქტიური მისია, რომელიც მარსს იკვლევს. ჩინეთი და შეერთებული შტატები „წითელ პლანეტაზე“ წელს დამატებითი მისიების გაგზავნასაც გეგმავენ.
წყარო : Reuters
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”