close
ემიგრანტი

„არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე ქვეყანა ლანგრით მოგართმევთ წარმატებას“  – გიორგი ურუშაძე

ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის დატოვება და უცხოეთში განათლების მიღება, სანამ ჩემთვის იდეალური სასწავლო პროგრამა არ აღმოვაჩინე Miami Ad School-ში“ – ამის შესახებ გიორგი ურუშაძემდოქტრინასთან“ საუბრისას აღნიშნა. ის დღეს ბერლინში ცხოვრობს, მუშაობს და საინტერესო აქტივობებიათაა დაკავებული. ჩვენთან საუბრისას ის ხაზს უსვამს, რა იყო ის მოტივი, რის გამოც სამშობლოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და რჩევებს აძლევს მათ, ვინც უცხოეთში საკუთარი თავის რეალიზებას გეგმავს.

ამჟამად, ბერლინში ვცხოვრობ და Factory Berlin-ში, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი Community სივრცეა, Art Director-ის პოზიციაზე ვმუშაობ. ამავდროულად, გუნდთან ერთად ვაკეთებ სტარტაპს tasteit, რომელიც პირველი Food პლატფორმა იქნება. სხვაგვარად, ერთგვარი სოციალური ქსელი გურმანებისა და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისაც ახალი გემოების აღმოჩენა ან, ზოგადად, კვების მენეჯმენტის გაუმჯობესება სურს.  

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტე, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ განგეხორციელებინა შენი მიზნები/სურვილები?


ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ქვეყნის დატოვება და უცხოეთში განათლების მიღება, სანამ ჩემთვის იდეალური სასწავლო პროგრამა არ აღმოვაჩინე Miami Ad School-ში. ევროპაში მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი რამ მომცა, ეს არ ყოფილა მხოლოდ ცოდნა, ეს ერთგვარად საკუთარი თავის გამოცდას და არაკომფორტულ სიტუაციაში ჩაყენებას ჰგავს. აქ ხვდები, რომ მარტო ხარ და ყველაფერს ისევ ნულიდან იწყებ, თავიდან ეს გაშინებს, თუმცა, თუ შესაძლებლობებს სწორად დაინახავ, მიხვდები – თუ მოინდომებ, მწვერვალზეც მარტივად ახვალ.

რას ურჩევ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი და მცდელობა, უცხო ქვეყანაში სცადონ საკუთარი თავის რეალიზება?
ამ კითხვაში ერთ ნაწილს გავუსვამ ხაზს – საკუთარი თავის რეალიზება. ეს ლოკაციაზე არაა დამოკიდებული, მთავარია, ვიცოდეთ – რა გვინდა, ამის ცოდნა კი არც ისე მარტივია. თუ მივხვდებით, რომ ჩვენი მიზნებისთვის უცხოეთში სწავლა, მუშაობა ან უბრალოდ გარკვეული დროით მოგზაურობა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადავდგათ.
მნიშვნელოვანია, თავიდანვე იცოდე – რისთვის მიდიხარ და რისი მიღება გსურს. ხშირად გვგონია, რომ იქ ყველაფერი მარტივია, თუმცა, ეს ასე არ არის, მით უმეტეს, დასაწყისში. არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე ქვეყანა ლანგრით მოგართმევთ წარმატებას. არ იფიქროთ, რომ დღეს იმის გამო ხართ წარუმატებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები შესაძლებლობებია. კი, ეს თამაშობს როლს, თუმცა, თუ ერთ ადგილზე ვერ მოახერხე რეალიზება, ეს სხვაგანაც გაგიჭირდება. ცხადია, ეს განაჩენი არ არის, ყველაფრის ახლიდან დაწყება და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე მუშაობა, არასდროს არ არის გვიანი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0