ფეიერვერკი ახალი წლის დღეებისა და სხვა დღესასწაულების ერთ-ერთ მთავარ ნაწილად იქცა.
იმედია, განწყობას არ გაგიფუჭებთ, თუ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი სანახაობის შემქმნელი ეს სადღესასწაულო ატრიბუტი გარემოსა და ადამიანებისთვის არცთუ ისე უსაფრთხოა.
ფეიერვერკს ატმოსფეროში გამოაქვს ქიმიკატების კოქტეილი, რომელთა უმეტესობა საზიანოა როგორც ადამიანებისთვის ისე გარემოსთვის. ფეიერვერკის თვალსაჩინო ფერებს ქმნის მეტალის ისეთი ნაერთები, როგორიცაა ბარიუმი და ალუმინი, რომელსაც ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
გარდა ამისა, აფეთქებისთვის საჭირო ჟანგბადის შესაქმნელად, ბევრი ფეიერვერკი შეიცავს ოქსიდიზატორებს, რომლებიც პერქლოორატების სახელითაა ცნობილი. ისინი იხსნებიან წყალში რამაც შესაძლოა, მდინარეების, ტბებისა და სასმელი წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.
და ბოლოს, ფეიერვერკი უშვებს კვამლის ღრუბელსა და მტვრის მცირე ნაწილაკებს, რომელიც ჰაერის ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ახალ ფეიერვერკში გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად პერქლოორატები უფრო უსაფრთხო ალტერნატივებით არის ჩანაცვლებული, ან იმისთვი, რომ ფეიერვერკმა ნაკლები კვამლი გამოყოს, მასში შეკუმშულ ჰაერს იყენებენ.
წყარო : sciencefocus.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“