დედამიწაზე ყოველწლიურად უამრავი ცვლილება ხდება, მაგალითად, ოკეანეები მუდამ ერთი ზომის არ არიან. მეცნიერებმა ბოლომდე ვერ გაარკვიეს ატლანტის ოკეანე სიგრძეში რა მიზეზების გამო იზრდება, არადა იყო ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრით უფრო განიერი ხდება.
ტექტონიკური ფილების მუდმივი მოძრაობის გამო ამერიკის ქვეშ არსებული ფილა თანდათანობით შორდება ევროპისა და აფრიკის ქვეშ არსებულ ფილას. ჯერჯერობით ბოლომდე ისევ არაფერი ვიცით ოკეანის სიღრმეში მიმდინარე გეოგრაფიული პროცესების შესახებ, მაგრამ უკანასკნელმა კვლევამ საინტერესო ფაქტორი გამოავლინა, რამაც მეცნიერებიც გააოცა.
კვლევის თანახმად, ატლანტის ოკეანის გაფართოების გასაღები ოკეანის წყალქვეშა მთათა სისტემაა, რომელიც ზღვის ფსკერზე ტექტონიკურ ფილებს შორის ჩნდება.
შუაატლანტიკური ქედი ჩრდილო ამერიკის ფილას ჰყოფს ევროპის ფილისგან და სამხრეთ ამერიკის ფილას აფრიკის ფილისგან. ეს ფილები მანტიის ზედა ფენას წარმოაგდგენს. საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 2016 წელს ოკეანის ფსკერზე 39 სეისმომეტრი განათავსეს სეისმური ტალღების შესწავლის მიზნით. მონაცემები ზედა და ქვედა მანტიას შორის გარდამავალი ზონის მატერიის მოძრაობას აკვირდებოდა.
ქვედა მანტიიდან ზედამდე და ზედაპირზე ქიმიურ ნივთიერებათა ამოსვლა დედამიწის კონკრეტულ ადგილებში ხდება(ისლანდია, ჰავაი, იელოუსტონი) და არა შუაოკეანურ ქედებთან. ამ შემთხვევაში კი პროცესი შუაოკეანური ქედის ყველაზე თხელი ზედაპირით არ შემოიფარგლება და მანტიის გარდამავალი ზონის ღრმა ადგილებშიც აღინიშნება, ანუ ქვედა მანტიის მასალები ზემოთ ამოდის. ეს ყველაფერი კი ცხადყოფს, რომ “წყალქვეშა ქედთან არსებული ძალები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახლად წარმოქმნილი ფილების ერთმანეთისგან დაშორებაში.”
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”