NASA-ს როვერის Perseverance (“შეუპოვრობა”) ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად, იყო წარწერა “აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით”.
როგორც ბლოგერი, სოხუმელი გიორგი ჯახაია წერს, მას შემდეგ, რაც ნასამ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: WE WILL COME COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით).
როგორც გიორგი ჯახაია თავის ბლოგზე წერს, “ასე რომ, როვერის ბორტკომპიუტერზე, უამრავ მონაცემთან ერთად, ეს წარწერაც იყო, როცა ის მარსზე დაეშვა”.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”