პარკინსონის დაავადების განკურნება ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ მიტოქონდრიული დნმ-ის ახლახან აღმოჩენილი მუტაცია, როგორც ჩანს, სხეულს ამ მდგომარეობისგან იცავს. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რამაც შეიძლება პარკინოსნისგან განკურნების მეთოდი შეგვამუშავებინოს.
კვლევას სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (USC) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. აღმოჩენილ მცირე ცილაში, სახელად SHLP2, იშვიათი გენეტიკური ვარიანტია – ის ევროპელების მხოლოდ 1%-ში გვხვდება. თუმცა ფაქტია, 16 167 ადამიანის ჯანმრთელობის ჩანაწერების ანალიზი გვეუბნება, რომ პარკინსონის შემთხვევების რაოდენობა მუტაციის მქონე ადამიანებში ბევრად მცირეა.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რატომ ხდება ეს, მაგრამ მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მუტაციის შემდგომმა შესწავლამ ამაზე პასუხი უნდა გასცეს.
„ჩვენი მონაცემები ხაზს უსვამს კონკრეტული გენის ვარიანტის ბიოლოგიურ ეფექტებსა და პოტენციურ მოლეკულურ მექანიზმებზე, რომლითაც ამ მუტაციას პარკინსონის დაავადების რისკების შემცირება შეუძლია”, – ამბობს გერონტოლოგი სუ-ჯეონგ კიმი, USC-დან.
SHLP2 ცნობილია, როგორც მიტოქონდრიული მიკროცილა. ეს ნიშნავს, რომ ის მომდინარეობს უჯრედების უმეტესობის შიგნით არსებული პატარა ელექტრომომარაგებიდან, რომლებიც ცნობილია როგორც მიტოქონდრია. მიტოქონდრიის გადამუშავების პროცესის გაუმართაობა ითვლება იმ მიზეზად, რის გამოც პარკინსონის დაავადება ჩნდება.
წინა კვლევამ SHLP2 დაავადებებისგან დამცავ მექანიზმს დაუკავშირა. ისიც ცნობილია, რომ SHLP2-ს დონე იზრდება ორგანიზმში პარკინსონის განვითარების გამო.
ეს იმაზე მეტყველებს, რომ SHLP2 იმუნურ სისტემას პარკინსონთან ბრძოლაში ეხმარება. პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლის მხრივ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.
„კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება დაავადდეს ადამიანი პარკინსონით და როგორ შევიმუშაოთ ახალი თერაპია ამ დამანგრეველი დაავადების წინააღმდეგ”, – აღნიშნულია კვლევაში.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”