close
ასტრონომია - კოსმოსი

აღმოაჩინეს გიგანტური პლანეტა, რომელიც ციური სხეულების ფორმირების თეორიას ეჭვქვეშ აყენებს

An undated handout image shows an artistic rendering of the mass comparison of the star LHS 3154 and its planet LHS 3154b, and our own Earth and Sun. Penn State University/Handout via REUTERS

მეცნიერებმა თავის ვარსკვლავთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი პლანეტა აღმოაჩინეს. პლანეტა იმდენად დიდია, რომ ის უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, პენსილვანიის შტატის მკვლევრებმა აღწერეს უზარმაზარი პლანეტა, რომელიც დედამიწის მასას 13-ჯერ აღემატება. რაც ყველაზე საინტერესოა, ის საკმაოდ პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს. გიგანტური პლანეტის მასპინძელი ვარსკვლავი ჩვენს მზეზე მასით 9-ჯერ ნაკლებია.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს აღმოჩენა განსაკუთრებულია, რადგან პლანეტასა და ჯუჯა ვარსკვლავს შორის ასეთი თანაფარდობა აქამდე წარმოუდგენელი იყო. ეს თანაფარდობა დედამიწისა და მზის თანაფარდობას 100-ჯერ აღემატება. მეცნიერებს არ ეგონათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.

ვარსკვლავის ჩამოყალიბებას გაზისა და მტვრის დიდი ღრუბლები სჭირდება. ვარსკვლავის დაბადების შემდეგ, დარჩენილი მასალა დისკებად ფორმირდება და საბოლოოდ პლანეტად ყალიბდება. პლანეტა-ვარსკვლავის ეს წყვილი უნიკალურია, რადგან მტვრის დისკი ასეთი დიდი პლანეტის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი არ უნდა ყოფილიყო.

“დაბალმასიანი ვარსკვლავის გარშემო წარმომქმნელი დისკი ასეთი მასიური პლანეტის შესაქმნელად საკმარისი ვერ იქნებოდა. თუმცა, ფაქტია, ეს პლანეტა იქ არის და ახლა ჩვენ პლანეტების წარმოქმნის თეორიას უნდა გადავხედოთ”, — თქვა სუვრათ მაჰადევანმა, პენის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის პროფესორმა.

მკვლევრების თქმით, ამ ახალი პლანეტის აღმოჩენა უამრავ შეკითხვას აჩენს, რაც თავის მხრივ ასტრონომიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხები უნდა ვიცოდეთ თუ როგორ დავსვათ შეკითხვები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0