close
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

აღმოაჩინეს დავით აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. სინამდვილეში, მონეტა არის უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ნივთმტკიცება.
ჩატარებული ექსპერტიზით დამტკიცდა, რომ მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და ორიგინალს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ მონეტა ნივთმტკიცებაა, ის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა, რადგან პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტია.
გამოძიების ფარგლებში ასევე აღმოაჩინეს 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასხვა პერიოდის მონეტა, რომელთა ნაწილი საბჭოთა პერიოდისაა, 3 მონეტა კი თარიღდება XIII საუკუნით. ეს უკანასკნელი მონღოლური წარმოშობისაა, წარწერით “დიდი მონღოლი ულუს ბეგი”, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომელზეც შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0