აღმოაჩინეს პატარა, გამჭვირვალე თევზი, რომელიც თვითმფრინავზე დიდ ხმას გამოსცემს. სახეობა (Danionella cerebrum) თევზებს შორის ზომით ერთ-ერთი ყველაზე პატარაა – მისი სიგრძე სულ რაღაც 12 მილიმეტრს აღწევს. მიუხედავად ამისა, მას 140 დეციბელზე მაღალი ხმის გამოცემა შეუძლია. როგორც მკვლევრები ამბობენ, იგი იარაღის გასროლის ხმასაც კი აჭარბებს.
მეცნიერთა ჯგუფი აღმოჩენასთან მას შემდეგ მივიდა, რაც თევზი ბერლინში, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, აკვარიუმში მოათავსეს. ერთ დღესაც მათ უჩვეულო ხმა მოესმათ. როდესაც მას გაჰყვნენ, ხმაური პატარა თევზთან მივიდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო კვლევა – ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ეს უნარი, შესაძლოა, კომუნიკაციის უჩვეულო ფორმას უკავშირდებოდეს.
კვლევისათვის სასარგებლო ის გარემოებაცაა, რომ აღნიშნული სახეობის სხეული მთლიანად გამჭვირვალეა. იგი საშუალებას მისცემს მეცნიერებს, ყურადღებით შეისწავლონ მისი ქცევა.
„გასაოცარ აღმოჩენამდე მივედით. ვიწვევთ სხვა მკვლევრებსაც, რათა დავადგინოთ, როგორ შეუძლია 12 მილიმეტრიან თევზს სპილოზე, თვითმფრინავსა და გასროლაზე ძლიერი ხმის გამოცემა”, – ამბობს ვერიტო კუკი,
კვლევის ხელმძღვანელი და ბერლინის საუნივერსიტეტო კლინიკა შარიტეს დოქტორანტი.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”