აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ვაქცინებისა და მათთან
დაკავშირებული ბიოლოგიური პროდუქტების მრჩეველთა კომიტეტის წევრებმა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 16 წლის
ასაკიდან ყველა მოქალაქის აცრას მხარი არ დაუჭირა.
კერძოდ, კომიტეტის 18 წევრიდან 16-მა ამ რეკომენდაციის გაცემაზე უარი
განაცხადა.
ექსპერტების ჯგუფის განმარტებით, ამ ეტაპზე არ არსებობს დამატებითი დოზის
ფართოდ გამოყენების აუცილებლობის სათანადო მტკიცებულება.
ამის შემდეგ კომიტეტმა ერთხმად, 18 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი
დაუჭირა „ფაიზერის“ ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 65 წლის ასაკიდან და ასევე
დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირების აცრის რეკომენდაციას.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, როგორც წესი,
ითვალისწინებს საკონსულტაციო კომიტეტების რჩევებს, თუმცა ამის
ვალდებულება არ აქვს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”