ორეგონის შტატში, ფერმაში ღორს ფრინველის გრიპი (H5N1) დაუდგინდა. აშშ-ში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.
“ეს ფერმა არაკომერციულია და იქ წარმოებული ხორცი ბაზარზე არ იყიდებოდა. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაზარზე არსებულ ღორის ხორცში საფრთხე არ არის”, — აღნიშნულიააშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის განცხადებაში.
ანალიზის შემდეგ ფერმაში მყოფი ღორების ევთანაზია მოხდა.
ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფერმა კარანტინში მოაქციეს და მეთვალყურეობის ქვეშ არიან ფერმაში მყოფი სხვა ცხოველებიც.
ჯანდაცვის ექსპერტებმა გამოთქვეს შეშფოთება ფრინველის გრიპით ინფიცირებული ძუძუმწოვრების მზარდი რაოდენობის გამო. გაზრდილმა ცირკულაციამ შეიძლება გააჩინოს სახიფათო მუტაციები, რომლებიც საბოლოოდ ადამიანებზეც გადავა.
თუმცა, უშუალოდ ღორში არსებულ ვირუსში რაიმე სახიფათო მუტაცია ჯერ არ აღმოუჩენიათ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”