აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს.
მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა. ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.
სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალშიგამოქვეყნდა, სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ექიმი, ლუის დიასი კვლევის შედეგებს აღწერს და ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.
“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.
ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.
კვლევაში მონაწილე პაციენტებს სწორი ნაწლავის კიბოთი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინათ და ნაწილს ალბათ, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდებოდა, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.
მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადგან სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.
თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”