ახალმა ექსპედიციამ „ტიტანიკის“ ნელი დაშლის შედეგები დააფიქსირა.
როგორც BBC წერს, ივლისსა და აგვისტოში ცნობილ ლაინერის ნანგრევებამდე RMS Titanic Inc-ის ექსპედიციამ მიაღწია. კომპანიის ორმა დისტანციურად მართვადმა აპარატმა ორ მილიონზე მეტი ფოტო გადაიღო და დაადგინა, რომ გემს ცნობილი მოაჯირი მოძვრა და ახლა ის ნანგრევებიდან 800 მეტრში, ოკეანეს ფსკერზე დევს. სპეციალისტების ვარაუდით, მოაჯირის ნაწილის, რომლის სიგრძეც დაახლოებით 4,5 მეტრია, გემს გასული 2 წლის განმავლობაში მოსძვრა.
ის, რომ გემი იშლება წინა ექსპედიციებმაც დაადგინეს. ამ ეტაპზე კომპანია ფოტოების შესწავლით არის დაკავებული და ნანგრევების 3D რუკას ადგენს. მომავალში ზაფხულში გადაღებულ ახალ ფოტოებსაც გამოაქვეყნებენ.
„ტიტანიკი“ 1912 წლის აპრილში ჩაიძირა, კატასტროფას 1 500 ადამიანი ემსხვერპლა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”