კიბოს უჯრედებს კოსმოსში გააგზავნიან იმისთვის, რომ უფრო მეტი რამ შეისწავლონ ბავშვთა განუკურნებელი სიმსივნის შესახებ.
დიდი ბრიტანეთის „კიბოს კვლევის ინსტიტუტის“ მეცნიერები დიფუზური შუა ხაზის გლიომის ნიმუშებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში (ISS) გააგზავნიან, რათა ნახონ, როგორ ვრცელდება იგი მიკროგრავიტაციაში.
მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათმა კვლევამ – სახელწოდებით D(MG)2 – შეიძლება გზა გაუხსნას ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ თუკი ექსპერიმენტებს მიკროგრავიტაციის პირობებში, ჩაატარებენ, იქ მათი 3D კულტურები ბევრად უფრო დიდი ზომა გახდება, ვიდრე დედამიწაზე და ამრიგად, ხელთ ექნებათ ბევრად უფრო დიდი ზომის ნიმუშები, რომელშიც კიბოს უჯრედების ურთიერთქმედება უნდა შეისწავლონ.
„საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ისეთი ექსპერიმენტები ჩატარება, როგორიცაა D(MG)2, გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებენ კიბოს უჯრედები სამგანზომილებიან სტრუქტურებშუ და იმედია, მიგვიყვანს სიმსივნის ზრდის შეფერხების ახალ იდეებამდე,“- განაცხადეს კვლევის ავტორებმა.
აღსანიშნავია, რომ D(MG)2 კვლევამ ბრიტანეთის მთავრობისგან 1.2 მილიონი ფუნტის დაფინანსება მიიღო.
„პროექტი დაეხმარება ბრიტანელ მეცნიერებს გამოიკვლიონ, თუ როგორ არის შესაძლებელი ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნის პრევენცია“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეცნიერების, კვლებისა და ინოვაციების მინისტრმა, ჯორჯ ფრიმანმა.
პროექტი, სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება. ექსპერიმენტებს ასტრონავტები ჩაატარებენ, ნიმუშებს კი დედამიწაზე დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ დააბრუნებენ.
წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”