ალბათ ყველას მოგვინდებოდა ბაჰამის კუნძულებზე ერთი საკუთარი კუნძული გვქონდეს ულამაზესი ბუნებით, ხედით, სანაპირო ზოლით და ირგვლივ მხოლოდ ლურჯი ოკეანით.
წმინდა ანდრიუსის კუნძული(Little Ragged Island) არის ყველაზე დიდი კუნძული კარიბის სამოთხიდან იმ კუნძულებს შორის, რომლებიც ამჟამად იყიდება. კუნძული 730 ჰექტარს მოიცავს, ირგვლივ მხოლოდ ოკეანე და ხელუხლებელი სანაპიროა. კუნძული შედარებით იზოლირებულია სხვა კუნძულებიდან, დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირება ნავით არის შესაძლებელი და ყველაზე ახლოს მდებარე კუნძულები კი 10 წუთის სავალზეა.
კერძო კუნძულის ღირებულება 19.5 მილიონი დოლარიდან დაიწყება, ის აუქციონზე გაიყიდება, რომელსაც აშშ-ს უძრავი ქონების კომპანია გაუძღვება. კომპანია აუქციონზე გასატან ნივთებს დიდი ყურადღებით არჩევს, მაგალითად, მოცემულმა კომპანიამ აშშ-ს ყველაზე ძვირადღირებული სახლი გაყიდა და კლიენტების სიასაც თავად აცხადებს, რომელთა ნაწილზე ნამდვილად ბევრი გვსმენია.
კუნძულების ბროკერები აცხადებენ, რომ კერძო კუნძულებზე მოთხოვნა გაიზარდა COVID-19-ის პერიოდში, ასევე ოქტომბერში New York Times-მა განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დატვირთული ბოლო ორი თვე იყო.
წყარო: CNN
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”