close
ეს საინტერესოამსოფლიო

ბიჭმა მაროკოდან ესპანეთში გადასასვლელად ზღვა გადაცურა პლასტმასის ბოთლებით

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა მიგრანტმა მაროკოდან ესპანეთის კონტროლირებად ტერიტორიამდე მისაღწევად ზღვა გადაცურა პლასტმასის ბოთლების დახმარებით. საბოლოოდ, ბიჭმა მიაღწია ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარე ანკლავს, სახელად სუეტა, რომელიც მაროკოს ჩრდილოეთით მდებარეობს, 80 000-იანი მოსახლეობით. ანკლავი მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრით არის დაშორებული.

ბიჭი დაახლოებით 13-14 წლის არის და მისივე სიტყვებით, რაც ესპანელმა ჯარისკაცმა თარგმნა, მაროკოში უკან დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია. ჯარისკაცებმა ბიჭი კარიბჭის გავლით უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს სხვა მიგრანტებთან ერთად.

ერთ-ერთმა ესპანელმა სამხედრომ აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა – “სასოწარკვეთილი ხდები, როდესაც არ შეგიძლია გააკეთო მეტი ასეთი ბავშვებისთვის.”

მიმდინარე კვირა კი ესპანეთისთვის მიგრანტების დიდი ტალღით იყო გამორჩეული. ბიჭი იმ 8 000 მიგრანტს შორის ერთ-ერთია, ვინც ამ კვირის განმავლობაში ესპანეთის ანკლავის ტერიტორიის საზღვარი გადაკვეთა მას შემდეგ, რაც მაროკომ შეამსუბუქა საზღვრის კონტროლი. ესპანეთის ჯარისკაცები კი საზღვარზე განლაგდნენ სიტუაციის კონტროლისა და პატრულირებისთვის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

გაზიარება:
fb-share-icon0