ბრიტანელმა მეცნიერებმა კოსმოსში გიგანტური ბეჭდისებრი სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც გალაქტიკების გროვებისგან შედგება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასტრონომებმა მას „დიდი ბეჭედი“ დაარქვეს. მათი თქმით, ბეჭედი იმდენად დიდია, რომ სამყაროს ჩვეულ აღქმას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სტრუქტურის დიამეტრი 1,2 მილიარდი სინათლის წელიწადია და ის დედამიწიდან 9 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს. ჩვენი პლანეტიდან მისი შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია.
აღმოჩენა კოსმოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამ პრინციპის თანახმად, მატერია სამყაროში თანაბრად არის განაწილებული, ამიტომ „დიდი ბეჭდის“ მსგავსი მსხვილი სტრუქტურები უბრალოდ არ უნდა არსებობდეს.
თუმცა, მეცნიერებმა უკვე რამდენიმე ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. ყველაზე დიდი მათ შორის გალაქტიკების სუპერკლასტერი „ჰერკულეს-კორონა-ბორეალისის დიდი კედელია“, რომლის სიგანეც 10 მილიარდ სინათლის წელიწადს შეადგენს.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”