close
კვლევებიმსოფლიო

გაეროს- უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა წელს, შესაძლოა, 49 მილიონით გაიზარდოს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოში 820 მილიონზე მეტი ადამიანი შიმშილობს, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის გამო კი იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ, წლის ბოლომდე, შესაძლოა 49 მილიონით გაიზარდოს.

ანტონიო გუტერეშმა ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში

5 წლამდე ასაკის 144 მილიონ ბავშვს ზრდაში შეფერხება აქვს და ეს, უმეტეს შემთხვევაში, არასათანადო კვებისგანაა გამოწვეული.

სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ანტონიო გუტერეშმა ქვეყნებს ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.

“თუკი საჭირო ნაბიჯებს დაუყოვნებლივ არ გადავდგამთ, გარდაუვალია, რომ მსოფლიოში საკვებთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა შეიქმნება, რომელსაც მილიონობით ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვზე ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენა ექნება,“- აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების, ორსულების, მეძუძური ქალებისა და ხანდაზმულების კვებას უნდა მიექცეს.

წყარო : news.un.org

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0