გაიცანით Hogfish, თევზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ფერს იცვლის. მეტიც, ამ თევზს საკუთარი კანის “დანახვაც” შეუძლია.
და აი ახლა, მკვლევრებმა თევზის უცნაური “მხედველობის” ფორმა შეისწავლეს. თევზს ეს საკუთარი ფერის აღსაქმელად სჭირდება.
“როგორც ჩანს, ისინი საკუთარი ფერის ცვლილებას აკვირდებიან. სარკე რომ არ გქონდეთ და ვერც კისერს იყენებდეთ საკუთარ ფერს ვერ დაინახავდით. სწორედ ეს პრობლემა აქვს Hogfish-ს”, — ამბობს ბიოლოგი ლორი შვაიკერტი.
ჩვენთვის ფერის არჩევანი მოდის საკითხია. თუმცა, Hogfish-ისთვის, რომელიც მუდმივად მტაცებლების გარემოშია, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა.
შვაიკერტის თქმით, თევზი ფერის ასეთ ცვლილებას შეწყვილებისთვისაც იყენებს.
ამისთვის Hogfish-ს პიგმენტებით სავსე უჯრედები სჭირდება. საუბარია ქრომატოფორებზე, რომელსაც რვაფეხები და ქამელოენებიც იყენებენ.
სხვა თევზზე, Oreochromis niloticus-ზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სინათლეზე მგრძნობიარე მოლეკულას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქრომატოფორის ფერზე. შვაიკერტმა და ჯგუფმა Hogfish-ის კანის ნიმუშები ცილის მარკირების ტექნიკისა და გადამცემი ელექტრონული მიკროსკოპის გამოსახულების გამოყენებით შეისწავლეს.
თუმცა, ზუსტად როგორ ხდება ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
“ეს ნიშნავს გადაიღო საკუთრი კანის ფოტო შიგნიდან”, — ამბობს დიუკის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგი სონკე ჯონსენი.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”