ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ საქართველო კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეანელეს ან შეაჩერეს კორონავირუსის გავრცელება, საქართველოც მოხვდა, რადგან 3.7 მილიონი მოსახლის ფონზე, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მხოლოდ სამი შემთხვევა ფიქსირდება და სამივე შემთხვევაში პაციენტებს თანდართული დაავადებები ჰქონდათ.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს შემთხვევაში, კორონავირუსის გავრცელების შენელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის სწრაფი რეაგირება გახდა.
„საქართველომ დროულად დააწესა შეზღუდვები გადაადგილებაზე, მათ შორის,ჩინეთიდან ფრენები იანვრიდანვე შეაჩერა. შემთხვევების მცირე რაოდენობის მიუხედავად, საქართველომ მარტის დასაწყისშივე დაკეტა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები“, – წერს „გარდიანი“.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“