კორონავირუსით დაინფიცირების მზარდი რაოდენობის და ვირუსის უფრო საშიში ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო, ბერლინის სენატმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებმა მაღაზიებში, მუზეუმებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შესვლამდე მინიმუმ 1 დღის ადრე COVID ტესტი უნდა გაიკეთონ. ინფორმაციას Berlin.de ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მერმა და მისმა მოადგილეებმა მარტის ბოლოს, სენატის შეხვედრის შემდეგ მიიღეს. შესაბამისად, თუ ტესტი სუსტად დადებით ან დადებით პასუხს აჩვენებს, მოქალაქეს მაღაზიაში, აფთიაქში, მუზეუმში, სილამაზის სალონში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში შესვლა აეკრძალება.
ამასთან, არსებული ეპიდსიტუაციის გამო, გერმანიის ინტენსიური და გადაუდებელი მედიცინის ასოციაცია DIVI-ში აცხადებენ, რომ ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება ორკვირიანი მკაცრი ლოქდაუნი, ვაქცინაციის უფრო სწრაფი ტემპი და სკოლებში კორონავირუსზე სავალდებულო ტესტირება იმისთვის, რომ ქვეყანამ პანდემიის მესამე ტალღა თავიდან აირიდოს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა