close
კვლევები

გერმანიაში Covid19-ით ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა

გერმანიის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში covid-19-ით ინფიცირებულების ნახევარზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებზე დაყრდნობით მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში [12 აპრილის შუაღამის მდგომარეობით] კორონავირუსისგან 64 300 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი განიკურნა ვირუსისგან.

მხოლოდ 11 აპრილს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4000-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას, 12 აპრილის შუაღამის მონაცემებით, კორონავირუსით გერმანიაში 123 016 ადამიანი იყო ინფიცირებული. წინა დღესთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 537-ით იყო მომატებული.

იმავე პერიოდში გერმანიაში ვირუსით 2 799 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი 11 აპრილს 126-ით გაიზარდა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის [აშშ, ბალტიმორი] მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოს 185 ქვეყანაში 1 851 531 ადამიანს დაუდასტურდა, მათან 114 290 ადამიანი კი ვირუსმა იმსხვერპლა [12 აპრილის შუაღამის მონაცემები].

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0