“საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით (18.0%) ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.
მათივე მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.
სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გასულ წელს 17 641 პირი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 22 158;
სიმსივნეებით 2022 წელს სულ 4 530 ადამიანი გარდაიცვალა, 2021 წელს კი 7 641;
სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით 2022 წელს 2 951, 2021 წელს – 3 709;
ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა – 2022 წელს – 18, 2021 წელს კი – 34 (მათგან 24 შემთხვევაში გარდაცვალება უკავშირდება ახალი კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებებს).
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა