თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც, შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის” ეთერში.
„მოიმატა დაინფიცირებული ასაკოვანი ადამიანების რიცხვმა, რამაც დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე გამოიწვია. ჩვენ ახლა გაცილებით რთული პაციენტები გვყავს, ვიდრე ინფექციის დაწყებისას გვყავდა. ამ ეტაპზე ის პაციენტები რომელთა მდგომარეობაც შეფასებულია მძიმედ, რჩებიან სტაბილურად. ყველა მათგანს აქვთ ქრონიკული დაავადებები და არიან ხანდაზმულები. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს დაავადების სიმძიმეს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდებშიც მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, მაგრამ ეს უფრო მცირე რაოდენობას ეხება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. კორონავირუსი არის გადამდები, მაგრამ არა 100%-ით, არ გადადის ისე, როგორც წითელა ან სხვა ჰაერწვეთოვანი დაავადებები. თუ ჩვენ იმ რეკომენდაციებს დავიცავთ, როგორიც არის დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა. თუნდაც ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაშიც, შეიძლება ინფიცირებული ადამიანისგან ჩვენ დაავადება არ გადაგვედოს”, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“