დანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გიგანტური ხელოვნური კუძულის, ლინეტეჰოლმის, მშენებლობას.
პროექტი ითვალისწინებს კაშხლის სისტემას მთელს პერიმეტრზე, რისი მიზანიც კოპენჰაგენის ნავსადგურის წყლებს ზღვის დონიდან აწევისგან დაცვაა. კუნძულზე 35 000-მდე ადამიანი დასახლდება. კუნძული ხმელეთს ხიდებით, გვირაბებით და მეტროს ხაზით დაუკავშირდება. პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა შესაძლებლობას იძლევა პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყოს.
გარემოს დამცველები პროექტს ეწინააღმდეგებიან. მათ სარჩელი მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.
პრობლემებს შორის ისინი ასახელებენ მასალების ტრანსპორტირებას საავტომობილო გზით. გარემოსდამცველების შეფასებით, მშენებლობის დაწყებისთანავე სხვადასხვა მასალის მისაწოდებლად კოპენჰაგენის გავლით დღეში სატვირთო ავტომობილების 350-მდე რეისი იქნება საჭირო, რაც გარემოს ზიანს მიაყენებს.
თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, კუნძულის მშენებლობის პროექტი 2070 წლისთვის დასრულდება.
წყარო : BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”