close
საქართველო

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დასაწყისი” კიდევ 2 საერთაშორისო ჯილდო მიიღო

დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი წარმატებით აგრძელებს
მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსების მოხიბვლას. “დასაწყისი” იტალიაში გამართულ
კინოფესტივალ Linea d’Ombra-ზე საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა და ფესტივალის
მთავარი პრიზი გადაეცა. Golden Arch-ზე კი საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ფილმმა სან-სებასტიანის 2020 წლის კინოფესტივალზე 4 ნომინაციაში მოიპოვა
გამარჯვება. წელს კი აღნიშნული კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარედ ქართველი რეჟისორი
აირჩიეს. ასევე “დასაწყისი” გასულ წელს კანის კინოფესტივალზე მოხვდა, შემდეგ კი ამავე
კინოფესტივალის ჟიურის წევრად დეა კულუმბეგაშვილი მოგვევლინა. სადებიუტო ფილმი ასევე
დასახელდა ევროპული კინოდაჯილდოვების 2021 წლის ნომინანტებს შორის, რომლის
გამარჯვებული 12 დეკემბერს გამოვლინდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0