close
ეკოლოგია

დიდი ბარიერული რიფის მარჯანი 1995 წლიდან 50%-ზე მეტით შემცირდა

1995 წლიდან დიდ ბარიერულ რიფში მარჯანი 50 პროცენტზე მეტით შემცირდა და ეს პრაქტიკულად ყველა სახეობას შეეხო, – ამის შესახებ ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის თანახმად, რომელმაც დიდი ბარიერული რიფის მთელი 2300 კილომეტრი მოიცვა და თითქმის ყველა დონეზე შემაშფოთებელი დანაკარგი აღმოაჩინა, ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება 2016 და 2017 წლებში მასობრივი გაუფერულების შემდეგ მოხდა, მიმდინარე წელს კი კიდევ უფრო მეტი მასობრივი გაუფერულება მოხდა.

კვლევა, რომელიც ჟურნალში Proceedings of the Royal Society-ში გამოქვეყნდა, ქუინსლენდის მარჯნის რიფების კვლევების ცენტრის  მეცნიერებმა ჩაატარეს, რომლებმაც 1995-დან 2017 წლამდე პერიოდში მარჯნის ჯანმრთელობისა და ზომის შეფასება განახორციელეს.

მათი მტკიცებით, ყველაზე მეტად ტოტებისა და ბრტყელი ფორმის მარჯნები დაზიანდნენ. ეს არის მსხვილი, სტრუქტურული სახეობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, თევზისა და ზღვის სხვა ცხოველების გავრცელების ადგილებს წარმოადგენს.

პროფესორი ტერი ჰიუგისი, რომელიც კვლევის თანაავტორია, აცხადებს, რომ  მარჯნების ამ ტიპებს მასობრივი გაუფერულება ყველაზე მეტად შეეხო, რის შედეგადაც რიფის ორი მესამედი დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ გაუფერულება ხდება მაშინ, როდესაც სტრესის ქვეშ მყოფი მარჯნები ზოოქსანთელას სახელით ცნობილ წყალმცენარეებს განდევნიან, რაც მათ ფერს ანიჭებს.

ნორმალური პირობების დაბრუნების შემთხვევაში მარჯანს შეუძლია აღდგეს, მაგრამ ამას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს.

2019 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაზიანებული მარჯნები ცდილობდნენ აღდგენას, რადგან მოზრდილი მარჯნების უმეტესობა მკვდარია.

”მარჯნის მოსახლეობას აქვს მილიონობით პატარა მარჯანი, ისევე როგორც უამრავი დიდი მარჯანი. ჩვენი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დიდი ბარიერული რიფის აღდგენის შესაძლებლობას  წარსულთან შედარებით რისკის ქვეშაა, რადგან უფრო ნაკლები შვილი მარჯანია”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

ცნობისთვის, დიდი ბარიერული რიფი “უზარმაზარი სამეცნიერო და ბუნებრივი მნიშვნელობისათვის“ 1981 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ცნეს.

თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი ძლიერ დააზიანა თბილმა ზღვამ, რომელმაც გაანადგურა მარჯანი და დააჩქარა წყალმცენარეების და სხვა დამაბინძურებლების ზრდა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ადამიანის ქმედების შედეგად გამოწვეული დათბობა რიფს დიდ საფრთხეს უქმნის.

”დასაკარგი დრო არ არის – ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ სათბურის გაზების ემისიები,” – აცხადებენ კვლევის ავტორები.

წინა ინდუსტრიული დროიდან მოყოლებული, გლობალური ტემპერატურა უკვე დაახლოებით 1 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. გაერო გვაფრთხილებს, რომ თუკი ეს ზრდა 1.5 გრადუსს მიაღწევს, მსოფლიოს მარჯნების 90%-ი განადგურდება.

წყარო : BBC

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0