არაბთა გაერთიანებული საამიროების მეტეოროლოგიის ეროვნულმა ცენტრმა სიცხის დასაძლევად გამოსავალი იპოვა, რომლის შედეგადაც უდაბნოში მუსონური ნალექი მოვიდა.
ზაფხულის სიცხის ტალღას ხელოვნური წვიმით გაუმკლავდნენ საამიროებში, სადაც საკმაოდ იშვიათად წვიმს, ტემპერატურაც 49 გრადუსს აჭარბებს და ყოველწლიურად ნალექთა საშუალო რაოდენობა 100 მმ-ია.
შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც წვიმის ხელოვნურ წარმოქმნას განაპირობებს, ბრიტანული რედინგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს. ამ შედეგის მისაღებად უნივერსიტეტის მკვლევრებმა 9 კვლევა ჩაატარეს, 2017 წელს კი საამიროებისგან 15 მილიონ დოლარიანი დაფინანსება მიიღეს.
რაც შეეხება უშუალოდ ტექნოლოგიას, ის ღრუბლებში დრონებს იყენებს, რომლებიც სპეციალური სენსორებითა და ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი. მისი დახმარებით ღრუბლების მოლეკულებს ელექტრული მუხტები გადაეცემა, ღრუბლები ერთად ჯგუფდება და წვიმას წარმოქმნის.
წყარო: .independent.co.uk
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”