ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ურჩევს, რომ შვილებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცნენ. მისი თქმით, მშობელს ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა უნდა შეეძლოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც რაღაც გვეშლება და ბავშვსაც რაღაც ეშლება, ტრაგიკული სახე ამას არ მივცეთ. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა, რომ უყვირე, რომ გამოხვედი წყობიდან. არ არის ეს შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის. შენ აძლევ მას მაგალითს, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშვმა არ იცის არც ბოდიში, არც გამარჯობა, არც ნახვამდის. „თუ შეიძლება“ ხომ არ იცის და არ იცის. ვინ უნდა ასწავლოს ეს? უცხო საზოგადოებაში რომ შევა, ნივთს რომ მოკიდებს ხელს და აიღებს, რომ ვეკითხებით: „თუ შეიძლება?“ მერე ისიც იმეორებს. ასეთი რაღაცები დაკავშირებულია ეთიკურ განვითარებასთან.“
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“