ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მუმიები, რომელთაც ოქროსგან დამზადებული ენები აქვთ, – ამის შესახებ BBC წერს.
ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 16 სამარხი ძველეგვიპტურ არქეოლოგიურ ძეგლ ტაპოსირის-მაგნაზე აღმოაჩინეს.
ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ ადამიანებს სიკვდილის შემდეგ არსებობისას ლაპარაკი შეეძლოთ და ენა აუცილებელი იყო იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი ღმერთ ოსირისს შეხვდებოდნენ.
გარდა მუმიებისა, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქალის დასაკრძალი ნიღაბი, ოქროს გვირგვინის დეტალები და ბერძნული და რომაული ხანით დათარიღებული კიდევ რვა ნიღაბი.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: