მეცნიერები ამბობენ, რომ “ელ-ნინიოს” გავლენა, რომელმაც კლიმატის ცვლილებასთან ერთად, გლობალური ტემპერატურა ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა, დასრულდა. ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს თქმით, გასულ კვირაში წყნარი ოკეანე “არსებითად გაგრილდა”.
- ელ-ნინიო წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილის ზედაპირული ფენის ტემპერატურის რყევაა, რომელიც შესამჩნევ გავლენას ახდენს კლიმატზე.
გასული წლის ივნისში დაწყებულმა ამ კლიმატურმა მოვლენამ წყნარი ოკეანის ზედაპირზე უფრო თბილი წყლები ამოიტანა, რაც ატმოსფეროს კიდევ უფრო ათბობდა. ამის მიუხედავად, რა გველის მომავალში, მკვლევრებმა ჯერ არ იციან. მეცნიერები ამბობენ, რომ ელ-ნინიოს დასრულებიდან რამდენიმე თვეში შევიტყობთ, არის თუ არა ბოლოდროინდელი მაღალი ტემპერატურა დაჩქარებული კლიმატის ცვლილების დამსახურება.
ყოველ რამდენიმე წელში, “ელ-ნინიოს” დადგომა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამინდის მკვეთრ ცვლილებებს იწვევს, ხშირდება წყალდიდობები და გვალვა. მას სამი განსხვავებული ფაზა აქვს, ცხელი “ელ-ნინიო”, ნეიტრალური პირობები ან შედარებით გრილი პერიოდი, სახელწოდებით “ლა-ნინია”.
რაც შეეხება ლა-ნინიას, მას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია ქარიშხალზე. ხშირად ის ქარიშხლის დაწყების მიზეზი ხდება.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”