ქუჩების დაცარიელება , მარაგიდან ამოწურული პირბადეები , ეკონომიკური არეულობა და სტიგმა დავადების მიმართ , ესაა დღევანდელი მსოფლიოს განხილვის საკითხები. გავდივართ ქუჩაში თუ ვართ სახლში იზოლირებულ გარემოში ჩვენ გარშემო ინფორმაციის მუდმივი ნაკადი მოდის ,რომელიც გვაფრთხილებს გვაიმედებს და გვაინფორმირებს, დღევანდელ არსებულ სიტუაციაზე. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, ესაა დღევანდელობის მთავარი სქემა , ამასთან ერთად კი მოდის ფიქრები ემოციები შეგრძნებები რომელიც ასევე მნიშვნელოვანია.ხშირად ადამიანებში შფოთვას, ფორიაქს და დაძაბულობას იწვევს ის , რაც მათვის ამოუცნობია ეს ემოციეური მდგომარეობა კი მთელ მსოფლიოშია დასადგურებული. შფოთვა ამ საკითხის გარშემო ყველგანაა სოციალურ ქსელებში , სკოლებში ბაღებში და ოფისებში. მშობლები რომელთაც უწევთ სამსახურში სიარული და ამავდროულად ბავშვების კეთლდღეობაზე ზრუნვა და ემოციების შეკავება, ხანდაზმული ოჯახის წევრებზე ღელვა და მათ დაცვის სურვილი. არ დაგიმალავთ და ჩემთვის როგორც ფსიქოლოგისთვის , რომელიც მუდამ თვითძიებასა და საკუთარი კეთილდღეობის ბალანსისთვის იბრძვის,არც ისე ადვილი აღმოჩნდა, რამდენიმედღიანი განუკითხაობა იმისა თუ რახდება სამყაროში ,აქ და ამჟამად კონდიციიის შერყევა და იზოლაცია, მაგრამ ამის მიუხედავა,რელაქსირებული მუსიკის ფონზე გადავწყვიტე გავაცნობიერო, რა შემიძლია გავაკეთო და გავაკეთოთ ჩვენ ყველამ იმისათვის რომ გვქონდეს ადეკვატური ემოციური ფონი.
როდესაც ადამიაანის რაღაც ჯგუფს ახასიათებს შფოთვა, ეს მშფოთვარე ველი გადადის ყველაზე ვინც კი კონტაქტში შედის ამ ადამიანთან, იმისთვის რომ ჩვენ და ჩვენ გარშემო ხალხი იყოს ემოციურ კედილდღეობაში ამ რთული პერიოდის დროს შეგვიძლია პატარა ემოციეური ბიძგებით მივცეთ ერთმანეთს საშუალება რომ ვისუთქოთ და არ გავავცელოთ ველი შფოთვისა.
ინფორმაცია ძალაა – ეს ფრაზა ჩემი მთელი ცხოვრების განმავლობაში მომყვებოდა როდესაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რაიმე მოვლენის შესახებ მისი კონტროლი და ადეკვატური ემოციური ფონის შენარჩუნება შესაძლებელია , როდესაც ვიცით რომ ამ ვითარებაში სასურველი სახლში დარჩენა პირად ჰიგიენაზე ზრუნვა,ჩვენი კონტროლი ამ სიტუაციისადმი უფრო იმატებს , პანიკას ანაცვლებს ინფრომირებულობა იმის შესახებ რომ უმძიმეს სიტუაციაშიც კი როდესაც გვგონია რომ არაფრის კეთება შეგვიძლია, ჩვენთვითონ აღმოვჩნდებით გასაღები ცვლილებისა და კონტროლისა
გაზიარება და მხარდაჭერა კაცობრიობის ერთერთი ყველაზე დიდი იარაღია ცოდნა რომელსაც ვიღებთ , ხარისხიანს ,გამოცდილებას რომელსაც გვიზიარებენ ასევე გვეხმარება იმაში რომ ჩვენი შფოთვა და პანიკა მეტად კონტროლირებადი გახდეს სწორედ ამიტომ რამოდენიმე არაჩვეულებრივი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი დამეხამრა იმაში რომ უფრო ღრმა რეკომანდაციები და რჩეები მოგაწოდოთ თუ როგორ შეიძლება ამ პერიოდის ეკოლოგიური ემოციებით დაძლევა.
როგორ შევიმსუბუქოთ შფოთვა და პანიკა სოციალური დისტანცირების დროს რა მეთოდებს შეგვიძლია მივმართოდ ?
შფოთვის შესამსუბუქლებლად ყველაზე ეფექტურია სუნთქვა და ფოკუსირება მასზე. არსებობს სპეციალური 4-წამიანი სუნთვის ვარჯიშები რაც შფოთვის დონეს საგრძნობლად სწევს დაბლა. ასევე იზოლაციაში ყოფნისას მნიშვნელოვანია პოზიტიურ მხარეზე აქცენტირება, რა რის კარგი როცა ხარ სახლში და რისთვის გაქვს გამონთავისუფლებული დრო ამის გადახედვა. შესაძლებელია ისეთი რესურსების და ნიჭის აღმოჩენაც მოხდეს ამ დროს აქამდე რომ არ იცოდა ადამიანმა.
– ნინო კერესელიძე ( ფსიქოლოგი , გეშტალტ-ფსიქოთერაპევტი )
ეკა კაპანაძე ( ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ) –
პირველ რიგში, უნდა გნვსაზღვროთ ამა თუ იმ ინდივიდის ფსიქოლოგიური მახასიათებლები. სოციალური დისტანცირების დროს, ამგვარი შეზღუდვა ერთისთვის შეიძლება დამცავ საშუალებად გვევლინებოდეს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ვირუსისგან), ხოლო მეორისთვის თავისუფლების შეზღუდვასთან ასოცირდებოდეს. საჭიროა მოხდეს კონკრეტული ადამიანის მიერ შფოთვისა და პანიკის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება სოციალური დისტანცირების პროცესში. შეიძლება შფოთვა გამოწვეული იყოს კომუნიკაციის შესაძლებლობების შეზღუდვით, რომელიც ამა თუ იმ ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო საშუალებაა, ასევე აღნიშნული აკრძალვა საყოველთაო და მარტო იგი არ არის აკრძალვის სისტემაში მოქცეული.რეკომენდაციების სახით, სასურველია ინდივიდმა სოციალური დისტანცირების დროს პრიორიტეტად დააყენოს როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე გარშემომყოფ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
როგორ შეიძლება ერთმა ინდივიდმა გავლენა მოახდინოს მასობრივი შფოთვის და პანიკის დონის კონტროლზე ?
ყოველ ინდივიდს საკითარი პასუხისმგებლობა აქვს სოციუმში, შესაბამისად ყველა ადამიანს აქვს უნარი მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე, როდესაც ჩვენი ქცევა არის ისტერიული და ვცდილობთ მოვაგვროვოთ პროდუქტი თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები იმ რაოდენობით რომელიც საჭიროზე მეტია ამით ვახალისებთ სხვა ადამიანებშიც შფოთვას- ნინო კერესელიძეთითოეული ადამიანი საკუთარი ემოციური სტაბილურობით, ზრუნავს იმ მიკროსოციუმზე, სადაც იგი იმყოფება. შფოთვა, პანიკა, ისევე როგორც სხვა ემოციები (დადებითი თუ უარყოფითი) გადამდებია. ასე რომ, შფოთვისა და პანიკის დადებითი ემოციების ტრანსფორმაციით ჩვენ ვცვლით ჩვენს აღქმას და გარემოზე რეაგირების გზებს პოზიტიური კუთხით.- ეკა კაპანაძე
რა რაკომენდაციებს და რჩვებეს მისცემდით ადამიანებს რომლებიც თვითიზოლაციასა და კარნტინში იმყოფებიან ?
მოიძიეთ აქტივობები რისი კეთების სურვილიც შეიძლება გქონდათ და აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ ახერხებდით, დაკავდით ფიზიკური აქტივობით, შეეცადეთ მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას და რაც მთავარია ჯანმრთელად იკვებოთ.- ნინო კერესელიძე
თვითიზოლაცია გარდა იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილებისა და გარკვეული დროით იზოლაციაში მარტო ყოფნას გულისხმობს, მისი დანახვა პოზიტიური რაკურსითაც არის შესაძლებელი: დრო, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნის.
დამთრგუნველი ემოციების დროს მნიშვნელოვანი როლს თამაშობს რელაქსაციის, მოდუნების უნარი. დაძაბულობის მოხსნის მნიშვნელოვანი პირობაა მოდუნება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაძაბულება ეხება როგორც გონებას, ასევე სხეულსაც. მოცემულ მომენტში რელაქსაცია შეიძლება ჩაითვალოს სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად.თვითიზოლაციით ძირითიდი პოსტულატის დისკომფორტიდან ზრუნვაზე გარდაქმნა ხელს შეგიწყობთ უფრო ეფექტურად გამოიყენოთ დრო. ეს იქნება – კითხვა, წერა, ხატვა, სიმღერა თუ ფიზიკური აქტივობები.
გააკეთეთ დღის განრიგი. დროის სტრუქტურირება დაგეხმარებათ თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი მრავალფეროვანი გახადოთ.
გისურვებთ წარმატებას და გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ – ეკა კაპანაძე
იზრუნეთ საკუთარ ემოციურ კეთილდღობაზე და გისურვებთ ჯანმრთელობა.
მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“