close
მედიცინა

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს

 

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს. ჰოსპიტალი, სახელად დელ მარი, ბარსელონაში მდებარეობს. ორი ოთხფეხა მეგობარი, ვიდა და ლუ უკვე ორი კვირაა, პროგრამაში მონაწილეობენ. როგორც ფსიქოლოგები და მედიკოსები ამბობენ, ინიციატივა წარმატებით მიმდინარეობს.

„ისინი მოწყენისა და უიმედობის უფლებას არ გვაძლევენ. მათთან გატარებული დრო დღის საუკეთესო ნაწილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდაც და ლუც საკუთარი ძაღლის მონატრების დაძლევაში მეხმარებიან, რომელიც სახლში დავტოვე და, იმედია, მალე დავუბრუნდები”, – ამბობს პაციენტი, ჯოელ ბუენო.

თერაპიული ძაღლების საექსპერიმენტო პროექტის ავტორი ადგილობრივი დაწესებულება, Affinity Foundation-ია. მათი მისია შინაური ცხოველების ჩართულობით ადამიანების და, ამ შემთხვევაში, მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ძაღლები თითოეულ პალატას ყოველ კვირას, 15-20 წუთის განმავლობაში სტუმრობენ.

მკვლევრებმა ექსპერიმენტული პროექტის დაწყებამდე პაციენტების ნერწყვის ნიმუშები შეაგროვეს, რათა ის პროექტის ბოლოს აღებულ მასალას შეადარონ და გამოიკვლიონ, რა გავლენას ახდენს შინაურ ცხოველთან ურთიერთობა სტრესის ინდიკატორების (მაგალითად, კორტიზოლის) გამოყოფაზე, მეორე მხრივ კი, ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ჰორმონების – ოქსიტოცინისა და სეროტონინის – რაოდენობაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0