ვენეციის არხების მონაკვეთები თითქმის სულ დაშრა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წყლის დონემ – 48 სმ-მდე დაიწია, რის გამოც ნავები და გონდოლები ტალახშია ჩაფლული.
დეკემბრის თვეში ვენეციაში წყალდიდობამ ცენტრალური მოედანი დაფარა, ხოლო მაღაზიებსა და სხვა ბიზნესებს კი დიდი ზარალი მიადგა. 2019 წლის ნოემბერში კი ვენეციაში, ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი წყალდიდობა დაფიქსირდა და წყლის დონემ 187 სანტიმეტრს მიაღწია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება: