კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული „ფეიკ ნიუსი“ ვენეციის არხებში დელფინების გამოჩენას ეხებოდა. მედიაში წერდნენ, რომ კარანტინის გამო ბუნება იმდენად გასუფთავდა, რომ ცხოველებმა ქალაქში დაბრუნება გადაწყვიტეს. თუმცა რამდენიმე დღეს წინ ძუძუმწოვრები ვენეციაში ნამდვილად დაინახეს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წმინდა მარკის მოედანთან ერთ-ერთ არხში დელფინი თავის შვილთან ერთად შენიშნეს. ისინი არხში დაახლოებით 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივები მათ ფოტოებს უღებდნენ.
შემდეგ კი პოლიციისა და სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა დელფინები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ადრიატიკის ზღვაში გააცილეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა
გაზიარება: