ყველას ახსოვს 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური კადრი, როდესაც ქართველი ბიჭი რუსულ ტანკს ჯოხს ურტყამს. ეს კადრი დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მაია კიკაბიძე ფოტოს აქვეყნებს და სწორედ ამ მამაც ბიჭზე, ირაკლი (შმაგი) დოლიძეზე წერს.
„ერთი ბიჭი იყო, ირაკლი (შმაგი) დოლიძე, როდის გავიცანი და როგორ არ მახსოვს 13 წლის ვიყავი დაახლოებით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, მაჩაბლის ქუჩაზე ცხოვრობდა ჩემზე უფროსი იყო ერთი წლით და ჩემი ლამაზი კლასელი უყვარდა) შმაგი იყო ძალიან უცნაური და განსხვავებული სახელიც შმაგი დაირქვა ასე დამიძახეთო, მხიარული, ხმამაღალი იმ ეპოქისთვის ძალიან თავისუფალი იყო, უცბად საიდან სად გაჩნდებოდა ხოლმე, მეორე სართულიან ხტებოდა) მთამსვლელობა უნდოდა, ერთხელ ვიღაცამ ბათინკები აჩუქა დიდი ბრაგუნა ბათინკები და ზაფხული იყო იმით დადიოდა მთაში მივდივარო, მე და ჩემს კლასელს სულ დაგვყვებოდა აქეთ იქით უბანში, რაღაცეებს გვიყვებოდა ხელგაშლილი ემოციურად აჟიტირებული ხასიათით და იპრანჭებოდა.
ერთხელ დამიძახა და ხელი გავიჭერიო მითხრა, მუშტი შეკრული ჰქონდა, გაშალა და ვხედავ, ხელის გული გაჭრილი ჰქონდა, ნემსით და ძაფით ამოუკერია, უნდოდა ეს ვაჟკაცობა მომეყოლა ჩემი მეგობრისთვის.
ყოველ დღე მხვდებოდა თითქმის, უბანში ხან თავის ქუჩაზე ხან “ბირჟასთან” სულ სოლოლაკში და ამ დროს ყველგან იყო. თავისუფლება ცხოვრობდა მასში, უშუალო ადამიანი პატარასთან და უფროსთან ერთნაირად მეგობრობდა და ყველას უყვარდა, მასზე არასოდეს გამიგონია რამე უარყოფითი.
ყველა იცნობდა, თბილისი იცნობდა. ერთ დღეს სახლში მივედი და დედაჩემმა ძალიან ცუდი ამბავი მოხდაო მითხრა . . . .
რამ გამახსენა შმაგი. . . გუშინ ტვ-ში ფიქრია ჩიხრაძე იგონებდა 9 აპრილს. არასოდეს არავის უხსენებია და მან ახსენა – იყო ერთი პატარა ბიჭი შმაგი დოლიძეო, აი ისო პატრიარქი ვინც გაიყვანა და აეფარაო კადრშიც ჩანსო, მიკროფონიც უჭირავს, ეს ის ბიჭიაო ჯოხს რუსულ ტანკს რომ ურტყამს უკან დაიხიეთო, კადრებშიც ჩანსო . . . . გული გამიჩერდა( 9 აპრილს გადარჩა, ისეთი იყო რომ იქიდან ბევრს გამოიყვანდა და გადაარჩენდა. ერთი წელი იყო გასული 9 აპრილის შემდეგ, რუსთაველზე იდგა, ტაქსის აჩერებდა და მანქანა დაეჯახა. იყო ასეთი ადამიანი კარგი და საამაყო შმაგი“,-წერს მაია კიკაბიძე.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”