ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანები, რომლებმაც ატიპური პნევმონია გადაიტანეს, დიდი ალბათობით, Covid-19-ით არ დაავადდებიან. ამის შესახებ სტატია ჟურნალ Nature-ში ქვეყნდება.
კვლევის თანახმად, SARS-CoV-ი, რომელიც მწვავე რესპირატორულ სინდრომს იწვევს, ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას, რომლებიც S-ცილებზეა მიმართული. ეს ცილები კი პასუხისმგებელია კორონავირუსის მიმაგრებაზე უჯრედების ზედაპირზე.
კვლევაში ნათქვამია, რომ ასეთი სხეულებს (S309) S-ცილების უბნების განეიტრალება შეუძლია.
ამდენად, მეცნიერების აზრით, ადამიანების ორგანიზმს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს მწვავე რესპირატორული სინდრომი, კორონავირუსის მიმღებლობა არ აქვს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
გაზიარება: