აშშ-ში ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ A ვიტამინის მიღება კანის სკვამოზური უჯრედის კიბოს რისკს ამცირებს. კვლევაში 125 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათი საშუალო ასაკი 50 წლამდე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.
მონაწილეებმა მკვლევრებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი კვების რაციონისა და საკვების დანამატების შესახებ. კვლევაში მონაწილე 4 ათასამდე ადამიანს შემდეგი 25 წლის განმავლობაში კანის კიბო განუვითარდა.
აღმოჩნდა, რომ A ვიტამინის მაღალი დონე კანის ავთვისებიანი კიბოს რისკს თითქმის 15%-ით ამცირებს, ამ ვიტამინს ორგანიზმი დიდწილად საკვებიდან იღებს. მას შეიცავს ბარდა, სტაფილო, ბროკოლი, ტკბილი წითელი წიწაკა, ისპანახი, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი. მაგრამ მეცნიერების რჩევაა, რომ დღიურად A ვიტამინის 10 ათასზე მეტი საერთაშორისო ერთეული (IU) არ მივიღოთ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”