ჩინეთის ქალაქ ვუჰანში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცილდა, სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს – საშინაო დავალებას ისინი აპლიკაცია DingTalk-ის საშალებით იღებენ, თუმცა, აღმოაჩინეს, რომ თუ App Store-ში მომხმარებელთა საკმარისი რაოდენობა აპლიკაციას ყველაზე დაბალი შეფასებით – 1 ვარვსკვლავით შეაფასებდა, აპლიკაციას წაშლიდნენ. შედეგად, ერთ ღამეში რეიტინგი 4.9-დან 1.4-მდე დავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ London Review of Books-ზე დაყრდნობით Mashable ავრცელებს.
DingTalk-ის აპლიკაციის დეველოპერებმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნეს და სთხოვეს მომხმარებლებს, ლმობიერება გამოეჩინათ: „აპლიკაცია მხოლოდ 5 წლისაა. ძალიან გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას“, – აცხადებენ ისინი.
აპლიკაცია ამჟამად ჯერ კიდევ არის App Store-ში. მისი რეიტინგი ამჟამად 2.2-ია.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი მსოფლიოში 110 ათას ადამიანს დაუდასტურდა ლაბორატორიულად, აქედან 62 ათასი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 800-ზე მეტი. საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთიდან, ვუჰანიდან დაიწყო 2019 წლის დეკემბერში. შემთხვევების უმრავლესობაც სწორედ აქ არის დაფიქსირებული.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“