როგორც Stat News-ის იუწყება, მკვლევრებმა, რომლებიც ძუძუმწოვრების რეპროდუქციაზე რადიაციის გავლენას სწავლობდნენ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) 2013 წელს თაგვის სპერმის ნიმუში ექვსი წლით გაგზავნეს. ამ და კიდევ სამი წლის დაგვიანებით გაგზავნილი ნიმუშების ანალიზის საფუძველზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ თაგვის სპერმას კოსმოსში ყოფნისას არანაირი ზიანი არ მიუღია. მეტიც, მეცნიერების დასკვნით, იგი კოსმოსში 200 წლამდე გაძლებდა.
თუმცა, ამ საკითხის ყველაზე უცნაური და საინტერესო ნაწილი ისაა, რომ კოსმოსიდან არამხოლოდ ჯანმრთელი ნიმუშები დაიბრუნეს, არამედ, გაყინული სპერმატოზოიდების გალღობის შემდეგ მათი საშუალებით თაგვების ორ თაობას დაუდეს სათავე — მათ “კოსმოსის ნაშიერები” უწოდეს.
ნიმუშებიდან ჯანმრთელი თაგვები დაიბადნენ. მკვლევრებს კოსმოსის ნაშიერებისა და ჩვეულებრივი დედამიწელი თაგვების შედარებისას მათ შორის განსხვავება არ შეუმჩნევიათ.
კვლევაში მონაწილე მეცნიერებმა თავიანთი აღმოჩენა ჟურნალ Science Advances on Friday-ში გამოაქვეყნეს.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა თაგვის სპერმაზე ჩატარდა, იგი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ძუძუმწოვრების რეპროდუქციაზე რადიაციის სრული ეფექტის შესწავლაში. ამ საკითხის შესწავლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი მისიებისთვის, რომლის დროსაც ადამიანები უფრო დიდ ხანს დაჰყოფენ კოსმოსში და იმ შემთხვევაშიც, თუ სხვა პლანეტების კოლონიზაციას დაიწყებენ.