თავისუფალი საზოგადოება – გლობალური ერთობა
(მსოფლიოს დარბაზების წარმომადგენლების კომენტარები)
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო გლობალური ერთობის კოორდინაცია. სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ასევე საქართველოში მცხოვრები იდეის თანამოაზრე ადამიანები თავისუფალ საზოგადოებას ქმნიან. იდეა გახლავთ ის, რომ ქვეყანაში გაძლიერდეს სამოქალაქო სექტორი და გაჯანსაღდეს საზოგადოებრივი პროცესები. როგორც ისინი ამას საუბარში აცხადებენ ქართველებისთვის ასე ნანატრი ერთობა, როგორც იქნა დაიწყო. საზოგადოების საქმიანობა იქნება მკაცრად აპოლიტიკური, სრულად გამიჯნული პარტიული და მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან. აღნიშნული თავისუფალი საზოგადოების იდეაა საქართველოს, ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების და მათი მეგობრების უპირობო მხარდაჭერა. თავისუფალი საზოგადოება გლობალურ ერთობას 12 უცხოურ ქვეყანაში ფორმირებული აქვს შესაბამისი დარბაზები და ასევე საქართველოში. თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაცია სწორედ ერთიანობის იდეისა და თანამოაზრეობის ირგვლივ ხდება. როგორც თავისუფალ საზოგადოებაში აცხადებენ, უკვე დიდი ხანია საქართველო ბევრს კარგავს გახლეჩილობის, სხვადასხვა ძალების მიერ მანიპულირებული პროცესებისა და მავნე სტერეოტიპების გამო. „ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ გამორკვევის და რეალური თავისუფლების მოპოვების პროცესში. პრობლემები
გლობალურია და მხოლოდ ერთი საზოგადოების გამოწვევა არ გახლავთ. ამიტომ, ერთად დგომას და ერთმანეთის მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყველა ვაღიარებთ, რომ
ერთობაშია ძალა და ეს უნდა გავაცნობიეროთ, მოვიყვანოთ მოქმედებაში:
1. ლატვიის დარბაზი: კონსტანტინე გაგნიძე (IV კურსის ბიზნესის ადმინისტრირების
სტუდენტი) –
„დაკვირვებული თვალისთვის ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე
პროცესები კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა სახის გამოწვევებია ჩვენს საზოგადოებაში. ეს კიდევ უფრო კარგად შორიდან, მაგალითად უცხო ქვეყნებიდან უფრო კარგად მოსჩანს. ამიტომ, ერთიანობას, საზოგადოებრივ თანამოაზრეობას თანამედროვე ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ერთობა ეს არის, განსხვავებული აზრითა და შეხედულებებით ერთობლივი წინსვლა და შრომა საერთო მიზნის მისაღწევად. მიხარია, რომ ამ წამოწყების სათავეებში ვარ და ბევრი ჯანსაღად მოაზროვნე ახალგაზრდაა ამ ქვეყანაში, რომელსაც უნდა ასპარეზზე გამოსვლა. როგორც კი თავს გამოყოფს და გამოჩნდება მოაზროვნე და საჭირო ადამიანი ასპარეზზე ხვდება უდიდესი მონსტრი „პოლიტიკა“ რომელიც აფუჭებს ყველაფერს. აფუჭებს ამ ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ
მოიაზრებდა თავს პოლიტიკურ ავანსცენაზე, აფუჭებს მის პოტენციალს და ასევე იმ ადამიანებს ართმევს იმ სიკეთეს, რაც მას შეიძლება საზოგადოებისთვის მოეტანა. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ სამოქალაქო სექტორს, ვემიჯნებით პოლიტიკას და პოლიტიკურ პროცესებს და ბევრ ჯანსაღ ახალგაზრდას შევუწყობთ ხელს, რომ სწორად რეალიზდეს. პირადად ჩემს მიზანს სწორედ პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანება წარმოადგენს და ერთობლივი ბრძოლა ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის. ახლა მესამე კურსზე ვარ და მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ ამ ტრანსფორმაციული სიახლეებისთვის ჩვენს საზოგადოებაში. ჩემი კონკრეტული მისწრაფებაა თაობათა შორის ხიდის შექმნა და გამოცდილი ძალისა და ყურადღების მობილიზება ახალგაზრდა თაობისგაძლიერებისთვის.“
საფრანგეთის დარბაზი: დათო სუმბაძე (საოპერო მომღერალი, ტენორი) – “ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზულ მოძრაობას ეყრება საფუძველი. ბევრს ვფიქრობ ხოლმე ამ წამოწყებაზე. მემგონი ეს ის საქმეა, დიდი ხანია ბევრი ქართველი რომ ოცნებობდა და ელოდა. გუნდში როცა ვსაუბრობთ ხოლმე ვისია ეს წამოწყება, იკვეთება, რომ ყველამ ერთად დავიწყეთ და ყველას ერთად გვაწუხებდა ეს საკითხები რის ირგვლივაც გავერთიანდით. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იმდენი ინტერესები იკვეთება, გართულებულია საზოგადოებრივი აზრის მართვის პროცესები და დაძაბულობა ძალიან მაღალია. ამიტომ, ვფიქრობ ემიგრაციამ თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მშვიდობიან საზოგადოებრივ პროცესებში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი წამოწყების მთავარი მიზანიც – კულტურა, სპორტი, მეცნიერება, ხელოვნება. ეს ის მიმართულებებია, რაშიც ქართველი კაცი ყოველთვის ნიჭიერი იყო და გახლავთ ყველაზე კარგი დიალოგის ენა თანამედროვე მსოფლიოსთან. მიხარია, რომ ეს იდეა უკვე შედგა, ძალიან დიდი პატივია ვიყო ამ მოძრაობის წევრი, თანამებრძოლი და ინიციატორი. ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვუერთე ამ საზოგადოებას და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს შემოვიყვან.
ძალიან მინდა გავაკეთო რაღაც კარგი ჩემი მიმართულებით როგორ მომღერალმა და
დავეხმარო ახალგაზრდა თაობას რომ ბევრად ადვილად გაიკვლიონ გზა მსოფლიო
აღიარებისკენ ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიტყოდი ჩემ დიდ ოჯახთან ერთად რაც
ჩემთვის დიდი პატივია”
საქართველოს დარბაზი: ბაკურ პერტია (ბიზნესის ადმინისტრირება/მენეჯმენტი II კურსის სტუდენტი) – „ერთობა, ეს არის იმ ძალთა გაერთიანება, რომელიც ჰქმნის უკეთეს რეალობას ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე. რაც მოიაზრებს ერთმანეთში დისკუსიას, ცოდნისა და საინტერესო ინოვაციური იდეების/გეგმების გაზიარებას. ეს ყოველივე კი წინაპირობაა ამ ერთობაში მყოფი ინდივიდების პიროვნული და სულიერი ზრდისა, რადგან ისინი მუდმივად სწავლობენ და ვითარდებიან ჯგუფში. მე ახლახანს შევუდექი უმაღლესი განათლების მიღებას და მინდა უკეთეს რეალობაში ვიცხოვრო და მაქვს სურვილი მივიყო ამ
პროცესებში მონაწილეობა. ჩემს ირგვლივ მომავალი თაობის ბევრი საინტერესოდ მოაზროვნე მეგობარია. ჩვენ გვინდა, მოვითხოვთ უკეთეს მომავალს და ჩვენ ამას მოვახერხებთ სრულიადნ განსხვავებული და ყველასათვის მოულოდნელი მიდგომით.
ასეთი სახის ერთობისას, სადაც თავს იყრის ყველა სასიკეთო თვისება, რეალური მუხტი შეუძლია დაძრას ჩვენი ქართველი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ (და არამარტო, ასევე გლობალურ მასშტაბებს მისწვდეს) დავიცვათ ჩვენი კულტურული/სულიერი მემკვიდრეობა, შთავაგონოთ ხალხს, რომ ერთად დგომით გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ამ განზომილებაში და სამყაროში, სადაც ახლა ვცხოვრობთ ადამიანების უმრავლესობას ამოძრავებს არა სიყვარული, სამართლიანობა და დადებითი აზროვნება, არამედ
უარყოფითი ემოციები. ამიტომაც არსებობს შიშები, ბრძოლები, უსამართლობა, სიღატაკე და ა.შ. თუმცა ამ კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ძნელია იმის გაგება, რომ შეიძლება არსებობდეს უკეთესი სამყარო, სადაც არასდროს ცუდი არ ხდება. სწორედ ასეთი სახის ერთობამ უნდა შთააგონოს ხალხს – სიყვარულით, სამართლიანობითა და პოზიტიური ცვლილების სურვილით განპირობებული ინდივიდების ერთიანობა იწვევს ახალი სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებას. ეს ახალი წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია
თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებაზე, რომელიც წარმოადგენს სულის განვითარების უმაღლეს საფეხურს – საფეხურს, სადაც ადამიანის თავისუფლება და რაციონალურობა უფრო სრულად არის რეალიზებული. ამიტომ თუ ადამიანები არ დაიჯერებენ რომ არსებობს უკეთესი მომავალი, რომლის შემოქმედნიც თავად ჩვენ ვართ – მაშინ, ისინი შიშის ქვეშ და “ვიღაცის” მოლოდინის რეჟიმში იქნებიან და მიჰყვებიან იმ დინებას რასაც კარნახობენ.“
ამერიკის დარბაზი: ლელა ქართველი (პოლიტოლოგი, მხატვარი) – „უნიკალურ წამოწყებას ჩაეყარა საფუძველი და ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დასახული მიზანი. თანამედროვე გლობალური გამოწვევების ეპოქაში, ერთიანობის კონცეფცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოსთვის ერთობა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. 12 ქვეყანაში შექმნილია დარბაზები, რომლებიც ჩვენი დიასპორის კერებად გვევლინებიან ამ ქვეყნებში, რაც გლობალურ ქსელს ქმნის მსოფლიოს
მასშტაბით. ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში დისტანციური კოორდინაცია და დიდი საქმეების კეთება უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენც დავიწყეთ დიდი ოცნების ახდენა. აღნიშნული ცენტრები სხვადასხვა ქვეყნებში საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ჩვენი სამშობლოს და მოქალაქეების განვითარებასა და კეთილდღეობაში. საქართველოს კულტურის, ისტორიის და ენობრივი მრავალფეროვნების სიმდიდრე ქმნის ჩვენი იდენტობის ხერხემალს. ისტორიულად, საქართველომ აჩვენა გამძლეობა სიმტკიცე და იმპერიების კვალდაკვალ მებრძოლ, კავკასიური გენის მებაირახტრე ერს დღეს
სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა გააჩნია, მაშინ როცა ეს იმპერიები უკვე აღარ არსებობენ. თანამედროვე განვითარებული საზოგადოება აღიარებს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ წვლილს თანამედროვე განვითარებულ ცივილიზაციაში. ახლა უკვე ჩვენი ჯერია, ავიღოთ ეს ესტაფეტა და ვაჩვენოთ განსაკუთრებული ორგანიზების უნარი და ის ზებუნებრივი შესაძლებლობები, რამაც ღეს სახელმწიფოებრიობა და თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა.
კონკრეტულად ამერიკის ჭრილით ვიტყვი, უახლეს ისტორიას რომ შევეხოთ, თანამედროვე ავიაციაში გადამწყვეტი როლი სწორედ ქართველმა კაცმა ალექსანდრე ქართველმა შეიტანა. ის პირადად ჩემი მოგვარეც გახლდათ და მე მომიწია მუშაობა, ვიკვლევდი მის გაკეთებულ საქმეებს. დაუჯერებელია, წარმოუდგენელია ქართველი ადამიანისთვის დღეს რამხელა აღიარება, პატივისცემა და დიაპაზონი აქვს თუნდაც
მხოლოდ ამ ერთ ადამიანს. ასეთები ბევრია სხვადასხვა სფეროში. ამ დიდ საქმეებს კვლევა, წამოწევა და კოორდინირებული მუშაობა სჭირდება.
დღეს, როდესაც გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მსოფლიო მასშტაბით
ქართველების ერთიანობა არსებითი ხდება. თავისუფალი საზოგადოების მიერ დარბაზების დაარსება ქმნის ქსელს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გახსნის. ეს იძლევა მნიშვნელოვანი თანამშრომლობისა და ცოდნის გაცვლის შესაძლებლობას. აღნიშნული ინიციატივა ქართულ დიასპორას აძლევს უფლებას აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი საზოგადოების პროგრესში, გამოიყენოს მათი მრავალფეროვანი გამოცდილება და შეხედულებები საზღვარგარეთიდან. გლობალური ქსელის მეშვეობით, საქართველოს შეუძლია გამოიყენოს თავისი მოქალაქეების კოლექტიური პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს ჩვენი წვლილის რეზონანსს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო მასშტაბით. თანამშრომლობისა და ერთიანობის სულისკვეთებით, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ თანამედროვე გამოწვევებს
და უზრუნველვყოთ საქართველოს წარმატებული მომავალი, განვამტკიცოთ ჩვენი ღირსეული ადგილი თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში.”
დიდი ბრიტანეთის დარბაზი: ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი (ბრიტანეთში ქართული სკოლის
ღვაწლმოსილი დამფუძნებელი, არაერთი ჯილდოსა და აღიარების მფლობელი) –
“უნივერსალური სამყაროს შექმნა-განვითარება მხოლოდ უფლისეული ძალის ნაყოფია. სწორედ ამ საოცრებათა ნაწილი ვართ ჩვენ, კაცობრიობა. ადამის მოდგმის უფლისეული ძალა-მის ერთობაშია. როდესაც ერთობაზეა საუბარი, საჭიროა თავად ერთობის დედააზრის არა მარტო ფილოსოფიური განსაზღვრა, ან ერთობის საუკუნის კაფსულის სტრატეგიული ფორმულის შექმნა, არამედ ყოველივე ჩვენთაგანში ეროვნული სულისკვეთების აღორძინება, სახალხო საქველმოქმედო აქციათა- საერო საქმეთა თანადგომა.
ქართული გაგებით თანადგომა ეროვნული აზროვნების ერთიანობას, ერის და სამშობლოს სამომავლო გეგმის დასახვა-ჩამოყალიბება-ორგანიზებასა და ამ იდეის
სისრულეში მოყვანა-დაგვირგვინებას ნიშნავს. ერთი იდეის ბოლომდე მიყვანისას, სამომავლო ახალი იდეისა და მისი სამოქმედო გეგმების დასახვა-აღსრულებას, მანამ სანამ საქართველოს ვჭირდებით, “მტრის ჯინაზე ერთხელაც არ დავიძინებ(თ),” თუნდაც მსოფლიოს მასშტაბით ქუდზე კაცის შეყრა დაგვჭირდეს.
ქართული სული, ქართული ეროვნული სიბრძნე, ქართული ნიჭისა და ნებელობის ერთიანობა, ქართული დარბაზი შეუძლებელს შესძლებს!
ვინაიდან ყოველი კეთილი საქმე უფლისეული და დალოცვილია.”
შვედეთის დარბაზი: ოთარ ღვინიაშვილი (შვედეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი) –“მე ამ გენიალურ მოძრაობას შვედეთიდან ვუერთდები. საერთოდ ყოველთვის მინდოდა და ჩემს მაქსიმუმს ვცდილობდი, რომ ჩემებს მაქსიმალურად გვერდში დავდგომოდი. საკმაოდ წარმატებული პროფესიული კარიერა მქონდა, თუმცა მეტი შესაძლებლობები, რატომღაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დავინახე, გავრისკე და ბედნიერი ადამიანი ვარ. თუმცა, ყოველთვის მაქვს ფიქრი ჩემს ქვეყანაზე და ჩემს ხალზე. მინდა მეც მქონდეს წვლილი დადებით პროცესებში და ამის პოტენციალი მაქვს და კიდევ ბევრია ასე მოფიქრალი ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, ერთი ადამიანის პირობაზე, რაც შემიძლია ვაკეთებ. თუმცა, ახლა ერთიანობით კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, საერთო ინტერესებისთვის. მინდა იმ გონებაგახსნილი, პროგრესული ადამიანების და მომავალი თაობის ფიქრებამდე მივიტანო ეს გზავნილი და ვთხოვ გაიაზრონ ეს პროცესი და დაუდგნენ მაქსიმალურად ამ სუფთა და უძლიერეს წამოწყებას გვერდში.
ვფიქრობ, პატივი მხვდა ვიყო დიდებული ერთობის წევრი ამ იდეის საწყისებიდან. როგორც კი მივიღე შემოთავაზება მონაწილეობა მიმეღო იმ დიდ საქმესა და გამოწვევებში, რაც ერთობას აქვს მიზნად დასახული. დაუყოვნებლივ დავთანხმდი და დავიწყე ფიქრი ჩემი როლისა და ფუნქციის შესახებ. ერთობა ეფუძნება წარმატებული ქართველი ემიგრანტების ძალისხმევას და გამოცდილებას, რათა ხელი შევუწყოთ ქართული ნიჭის განვითარებას, ლოკალური და გლობალური მასშტაბით და ასევე საზოგადოებისთვის სოციალური დაბრკოლებების ჩამოშორებას. მინდა ჩემი გამოცდილება გავუზიარო ახალგაზრდა თაობას და ვიყო ის საყრდენი რომელიც მე მჭირდებოდა წლების წინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდი ჩემი მიზნების მისაღწევად. თავდაუზოგავი შრომის და მუდმივი სწავლის მიუხედავად, ჩემთვის მაინც აუცილებელი გახდა საქართველოს დატოვება და ემიგრაციიდან ფიქრი ჩემი ქვეყნის სოციალურ განვითარებაში წვლილის შესატანად. ვფიქრობ აუცილებელია ახალგაზრდებისთვის იმ ფასეულობების გაცნობა, რომლითაც ისინი რეალურად შეძლებენ საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად და თავისუფლად გამოვლენას. ის ხელოვნური დაბრკოლებები რომლებიც წლების განმავლობაში აიძულებს ქართველებს გახდნენ ემიგრანტები, უნდა დასრულდეს და საქართველოს განვითარებაც ჩვენთვის სანატრელ ეტაპზე გადავა ჩემი აზრით. ამასთანავე, მიხარია რომ ეს საზოგადოება ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს და მიზნად ისახავს თავისუფალი აზროვნების განვითარებას და პროგრესული სულისკვეთების გაღვივებას. ვაცნობიერებთ, რომ გამოწვევა ბევრი იქნება, თუმცა მზად ვართ. ამ მუხტს მთელი ჩვენი საზოგადოება დიდი ხანი ელოდა და დაიძრა! ჩვენ ერთად გვაქვს იმის გამოცდილება და უნარი ჩამოვანგრიოთ ხელოვნურად შექმნილი “ჩარჩოები” და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლაში ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, ჩვენს თავს, რაც თავისთავად შეცვლის ამ დაუსრულებელ ქაოსს რომელმაც
წლების განმავლობაში უამრავ ახალგაზრდას განვითარების საშუალება არ მისცა.
საბერძნეთის დარბაზი: ჯორჯ გურენი (ხელოვანი, მომღერალი) – „იდეა მსოფლიო ერთობა ‘’world unity’’, ვიყავი დაახლოებით 12 წლის, როცა გავაანალიზე რომ მნიშვნელობა მსოფლიო ერთობის ჩვენს საკაცობრიო ყოფიერებაში არა თუ არ არსებობდა, არამედ თითოეული ინდივიდის უმეტესობა არც კი ფიქრობდა ამის მნიშვნელობაზე. პატარა ასაკშიც ძალიან გულჩათხრობილი ბავშვი ვიყავი, ვგრძნობდი სამყაროდან ენერგეტიკულ კავშირს თითქოს მეც ერთ-ერთ ინდივიდს, სხვა ინდივიდებთან ერთად სამყარო შეგვეცვალა უკეთესობისკენ! რატომაც არა?! დღეს კაცობრიობა დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე, რასაც მშვიდობა ჰქვია.
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს ომები, როგორც ფიზიკური ასევე სულიერი და მენტალური. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მსოფლიო ომებს განაპირობებს, თითოეული ადამიანის არაჯანსაღი აზროვნება. მე არ გავუსვამ ხაზს რელიგიურ ან ეროვნულ საკითხებს, ეს თავისთავად მოსაგვარებელია ლოკალურ დონეზე, რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიო მშვიდობა განაპირობებს ლოკალურ კეთილდღეობას. პირველად როგორც ბავშვს 12 წლის ასაკში შემაწუხა იმ ფაქტმა რომ თითოეულ ინდივიდს არ შეუძლია განკარგოს ატომური ომის საფრთხეების საკითხები. ჩვენ მსოფლიოში გვაქვს უამრავი სახელმწიფო, როგორც ეკონომიურად მდგრადი, ასევე რელიგიურად რწმენით ძლიერი სახელმწიფოა – თუმცა, ზღვარი უსაფრთხოებისა დღეს არ არსებობს. გადავხედოთ მსოფლიო
პოლიტიკურ მიმდინარეობებს, გვაქვს ჩვენ მშვიდობა? არ გვაქვს! რადგან, თითოეულ
ადამიანს აქვს დაკარგული რწმენა და განცდა რომ მას არ ეხება მსოფლიო კეთილდღეობა. ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ საკუთარ თავთან სულიერი ტრავმებისგან, მენტალური
ომებისგან, ადამიანების უმეტესობა არის ჩარჩოებში მოქცეული, იდეა გლობალური ერთობა ‘’global unity’’ მოგვცემს შესაძლებლობას შევუწყოთ ერთმანეთს ხელი რომ გავათავისუფლოთ ერთმანეთი ჩარჩოებისგან, ფრთები გავშალოთ და განვავითაროთ თითოეულმა ადამიანმა
ერთმანეთი! ბავშვობაში დავწერე ასეთი აფორიზმი – ‘’პირველ რიგში საკუთარი თავი უნდა გამოიწვიო დუელში რათა სხვასთან შებრძოლება აღარ მოგიწიოს’’
ეს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მეტოქე არის საკუთარი თავი. საკუთარ თავს რომ გავათავისუფლებთ ჩარჩოებისგან, განვავითარებთ და რწმენით ვივლით ‘’თავის უფლისა’’ ჩვენს თავისუფლებას ვერავინ განკარგავს! მივმართავ ახალგაზრდებს ნუ დათმობენ თავისუფლებას ეს ყველაზე დიდი განძია, იყო სამყაროს ჯაჭვის ერთერთი ჯანმრთელი მოლეკულა რათა სამყარო იყოს ძლიერი.
ჩვენ შევცვლით ჩვენს თავებს რათა შევცვალოთ სამყარო, უფალმა მოგვცა ცა და დედამიწა, მოგვცა ძალა, უნარი არსებობისა, სიყვარულისა ერთობისა, წინ გამარჯვებისკენ.
თურქეთის დარბაზი: ეკა სურამელი (პოეტი, მწერალი) – „თურქეთში ჩამოვაყალიბეთ „თავისუფალი საზოგადოება – გლობალური ერთობის“ თურქეთის დარბაზი. გახლავართ თურქეთის დარბაზის ერთ -ერთი ლიდერი. აქტიურად ვიყავი ჩართული, რომ ამ მნიშვნელოვანი გლობალური ქსელის ნაწილო თურქეთიც ყოფილიყო. როგორც იცით, თურქეთში ისტორიულად დიდი ქართულო დიასპორა არის და წლებია მეც აქტიურად ვეწევი, ჩვენ თურქეთელ ქართველებთან ერთად ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
ამავდროს ვარ სტამბულის ქართული ენის ცენტრის დირექტორის მოადგილე. ვამაყობ ამით, ჩვენ ვართ თავისუფალი, მოაზროვნე საზოგადოება, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის როგორც ქართულ, ასევე უცხოური საზოგადოების წინაშე.
ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ და დარწმუნებული ვარ, ის ევროპული ერთობის
დარბაზები რომელიც გვაერთიანებს და უნიჭიერესი მიმოფანტული ქართველი ნიჭიერი ემიგრანტობითაა დაკომპლექტებული, ერთობის გლობალური ქსელით დიდ წარმატებას მოვუტანთ ჩვენს ქვეყანას. წარმატებები. წინ დიდი გამოწვევები გველის და დარწმუნებული
ვარ ჩვენ ამას შევძლებთ ერთობით. თურქეთში მცხოვრებ დიასპორას ინტერესის შემთხვევაში ვთხოვ შემომეხმიანონ და ერთად გავაძლიეროთ თურქეთის ქართული დარბაზი. “
ესპანეთის დარბაზი: ნათია კეშელავა (მსახიობი) – „ბავშვობიდან დიდი სურვილი მქონდა სცენაზე კარმენი მეცეკვა და ეს ცეკვა, რომ კარგად შემესწავლა წლების წინ წამოვედი ესპანეთში. დიდი ეროვნული და პატრიოტული სურვილი მუდამ მამოძრავებდა და ამ მიზნით კუნძულ მალიორკაზე შევქმენი ქართული კულტურის ცენტრი “ახალი ფესვები”. წლებია ასე ვცდილობ ჩენი ქვეყნის პოპულარიზაციას ესპანეთში და რა გამოცდილება დამიგროვდა უცხო ქვეყანაში ყოფნით, მინდა აქტიურად მოვახმარო ჩემ ხალხს, ჩემ საქართველოს. გლობალური ერთობის იდეის განხორციელებით მივხვდი, რომ ოცნება მალე ამისრულდება. მე აქტიურად ჩავერთე თავისუფალი საზოგადოების, გლობალური ქსელის შექმნაში და ჩამოყალიბდა გლობალური ერთობის ესპანეთის დარბაზი.
მსოფლიოში ბევრი ნიჭიერი ქართველია გასული, რომელთა პოტენციალი მნიშვნელოვანი და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს მოგვცემს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველობას, რომ ჩართული ვიყოთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში და ძალიან, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დავუდგე ჩემს ქვეყანას გვერდით. კარგია, რომ ეს მოძრაობა აპოლიტიკურია და ბევრი სუფთა ადამიანია ჩართული ამ პროცესებში. ემიგრაციაც დაიღალა ამდენი ტყუილებითა და იმედგაცრუებებით. უნდა მოვახერხოთ და გადავტეხოთ ეს მავნე რეალობა წელში, რაც გვათითოკაცებს. ამ საქმის ღალატი არ შეიძლება და ამ პასუხისმგებლობას ყველა ვაცნობიერებთ და ვუჭერთ მხარს ერთმანეთს. ამ ერთობლივი ქსელის შექმნით მოლოდინი დიდია, რომ გავერთიანდებით ქართველები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.!”
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”